საკნატუნო ამბები

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ, ბაყაყები სხეულს იყინავენ

fun time

17:16 ოთხ. 11 მარტი

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

14
დაკოპირებულია

კვლევის თანახმად, რომელიც ალასკის უნივერსიტეტში, დონ ლარსონის ხელმძღვანელობით ჩატარდა, ტყის ბაყაყები (Lithobates sylvaticus) საკუთარ სხეულის დაახლოებით 60%-ს ყინავენ, რომ ალასკის მკაცრ ზამთრებს გადაურჩნენ, როცა ჰაერის ტემპერატურა -18°C-მდე ეცემა. მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში აინტერესებდათ, როგორ ახერხებდნენ ამფიბიები ასეთ უკიდურესად მძიმე პირობებთან შეგუებას და აღნიშნული კვლევის მიზანი სწორედ ამ ფენომენის შეწავლა იყო.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ზამთრის ხანგრძლივი ძილის წინ ბაყაყები 10-დან 15-მდე გაყინვა-გალღობის ციკლს გადიან. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს განმეორებადი ციკლი ბაყაყებს ხანგრძლივი გაყინვისთვის ორგანიზმის მომზადებაში ეხმარებიან.

კვლევის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის კონტროლირებად ლაბორატორიულ პირობებსა და ველურ ბუნებაში ბაყაყების ქცევებზე დაკვირვებას აერთიანებს, რაც მათ ბუნებრივ ადაპტაციებზე გაცილებით სრულ სურათს იძლევა.

გაყინვა-გალღობის ციკლის უკეთ შესასწავლად მეცნიერებმა ლაბორატორიაში ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები შექმნეს. ბაყაყები სამ ჯგუფად დაყვეს: პირველი ჯგუფი საერთოდ არ გაუყინავთ, მეორე პირდაპირ, მოუმზადებლად გაყინეს, ხოლო მესამე გაყინვა-გალღობის ციკლი შემდეგ გაყინეს. ამ ექსპერიმენტმა მკვლევრებს საშუალება მისცა, უკეთ გაეგოთ, როგორ ამზადებენ განმეორებადი ციკლები ბაყაყების სხეულს ექსტრემალური სიცივის დასაძლევად.

საველე კვლევის შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ბაყაყმა -9°C-დან -18°C-მდე ყინვას გაუძლო და ზამთარს გადაურჩა, რაც მათ საოცარ გამძლეობასა და ადაპტაციის უნარზე მეტყველებს.

აღნიშნული კვლევა ამ ამფიბიების საოცარ ფიზიოლოგიურ მექანიზმებს წარმოაჩენს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ გარემოში იარსებონ და გამრავლდნენ.

***

როგორ იზამთრებენ ფუტკრები?

ახალი კვლევა — როგორ მოქმედებს სიცივე სხეულის შინაგან მდგომარეობაზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იტალიაში დააკანონეს ანაზღაურებადი შ...

შვებულება ავად გამხდარი
შინაური ცხოველის
მოსავლელად

სახეზე მიხატული ღიმილი — უძველესი ხ...

აინუს ტომი

„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდა...

ბანჯგვლიანი კუ

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყვე...

აღდგომის კუნძული

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?