საკნატუნო ამბები

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ადგილს „აღდგომის კუნძული“?

fun time

14:00 კვი. 12 აპრილი

აღდგომის კუნძული

14
დაკოპირებულია

წყნარ ოკეანეში მდებარე აღდგომის კუნძული დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია, რომელიც მკვლევრებსა და ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. მისი ქვის ქანდაკებები, საიდუმლოებით მოცული წარმოშობა და მდიდარი ისტორია კუნძულს საინტერესო და უნიკალურ ადგილად აქცევს, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა როგორ მიიღო კუნძულმა ასეთი უჩვეულო სახელი.

აღდგომის კუნძული პოლინეზიელმა მეზღვაურებმა IV საუკუნეში აღმოაჩინეს, თუმცა სახელი ნიდერლანდელმა მკვლევარმა იაკობ როგევენმა უწოდა, რომელიც კუნძულს 1722 წლის აღდგომა დღეს შემთხვევით წააწყდა, როდესაც დეივისის კუნძულებს ეძებდა.

თავიანთ ჩანაწერებში როგევენმა და მისმა გუნდმა აღნიშნეს, რომ ამ უცნაურ ადგილს აღდგომას მიაღწიეს და დღესასწაულის სახელი ამიტომ უწოდეს. „აღდგომის კუნძული“ პირველად მათ ჩანაწერებში დაფიქსირდა და მას შემდეგ წყნარი ოკეანის ამ კუნძულის აღსანიშნავად გამოიყენება.

„აღდგომის კუნძული“ ან როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ — რაპა-ნუი (Rapa Nui), ვულკანური წარმოშობისაა და ჩილეს უახლოესი სანაპიროდან 3500 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. კუნძულის ფართობი დაახლოებით 163 კვადრატული კილომეტრია და ის პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გამიჯნულ წერტილს წარმოადგენს. ცნობილი სახელის გარდა, კუნძულს კიდევ ათამდე სხვა სახელიც აქვს. მათ შორისაა „მატა-კი-ტე-რანგი“, რაც „ცისკენ მომზირალ თვალებს“ ნიშნავს.

დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებები — მოაი — დღეს ცარიელი თვალის ბუდეებით დგანან, თუმცა ოდესღაც მათ თეთრი მარჯნისგან დამზადებული თვალები და შავი ობსიდიანის გუგები ჰქონდათ. მოაის ყველა ქანდაკება მონოლითურია. მათგან ზოგის წონა 20 ტონას, სიმაღლე კი 6 მეტრს აღწევს.

კუნძულზე 900-ზე მეტი მოაია მიმოფანტული. მათი ყველაზე დიდი ჯგუფი რანო-რარაკუში — ქვის სამტეხლოშია თავმოყრილი, სადაც ამ ქანდაკებების უმეტესობას კვეთდნენ.

უამრავი კვლევის მიუხედავად, ქანდაკებების წარმოშობა და დანიშნულება კვლავ საიდუმლოებით მოცულია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოაი კუნძულის უძველეს რელიგიურ და კულტურულ პრაქტიკას უკავშირდებოდა, თუმცა მათი ზუსტი მნიშვნელობა დღემდე უცნობია. ზოგის აზრით, ისინი საგვარეულო მონუმენტები იყო, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ქანდაკებები მნიშვნელოვან წინაპრებს განასახიერებდნენ ან განსაკუთრებულ რელიგიურ დატვირთვას ატარებდნენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა