საკნატუნო ამბები

სახეზე მიხატული ღიმილი — უძველესი ხალხის უცნაური ტრადიცია

fun time

14:00

აინუს ტომი

14
დაკოპირებულია

აინუს ტომი უძველესი ხალხია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 13 000 წელს იაპონიის სიდიდით მეორე კუნძულ ჰოკაიდოზე დასახლდა. აინუ მათ ენაზე „ხალხს“ ნიშნავს. 

აინუ ამ რეგიონში მცხოვრებ მონღოლოიდური რასის ქვეჯგუფს არ განეკუთვნება — ტომის წევრების სახის ნაკვთები უფრო ევროპულ ნაკვთებს ჰგავს. უწვერულვაშო იაპონელებისგან განსხვავებით, აინუს ტომის მამაკაცებს გრძელი წვერი ჰქონდათ, რომელიც ჭამის დროს, სპეციალური ქინძისთავებით იმაგრებდნენ.

ამ უძველესი ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული წესი ტუჩების, წარბების და ხელების ტატუირება იყო, ამასთან, ტატუს მხოლოდ ქალები იკეთებდნენ.

აინუების ტატუ ქალურობის, სიმწიფის და ბოროტი სულებისგან დაცვის სიმბოლოდ ითვლებოდა. ასეთი „დიზაინის“ გარეშე აინუს ტომის გოგონა გათხოვებას და სიკვდილის შემდეგ სიმშვიდის პოვნას ვერ შეძლებდა.

რიტუალს 6-7 წლის გოგონებს უტარებდნენ. მათ თავდაპირველად ტუჩის კუთხეებში პატარა ჭრილს უკეთებდნენ და ჭრილობას ჭვარტლით ავსებდნენ შავი, მკაფიო ხაზების შესაქმნელად. ასაკის მატებასთან ერთად, გოგონების სახეზე „ღიმილიც“ იზრდებოდა.

აინუს ტომის ქალები სახის ტატუებს ოჯახური მდგომარეობის აღსანიშნავად იყენებდნენ. ტუჩებზე, ლოყებსა და ქუთუთოებზე დატანილი ტატუების მიხედვით შეიძლებოდა დადგენა, იყო თუ არა ქალი დაქორწინებული და რამდენი შვილი ჰყავდა.

როდესაც იაპონიის ხელისუფლებამ ეს უცნაური ტრადიცია მე-19 საუკუნეში აკრძალა, აინუებმა ჩათვალეს, რომ ეს ქალღმერთს გააბრაზებდა და უბედურებას მოუტანდა, ამიტომ ტრადიცია ფარულად, მე-20 საუკუნის ნახევრამდე შეინარჩუნეს.

ბოლო აინუს ქალი, რომელსაც სხეული წესების მიხედვით, სრულად ტატუირებული ჰქონდა, 1998 წელს გარდაიცვალა.

ამჟამად, აინუს ზოგიერთი ქალი დროებით ტატუებს დღესასწაულებსა და ცერემონიებზე ატარებს.

საუკუნეების შემდეგაც კი აინუებისთვის „მიხატული ღიმილი“ არა სისასტიკის აქტი, არამედ ძალის, სილამაზისა და სულიერი დაცვის რიტუალი იყო, რომელიც ცოცხალთა და მკვდართა სამყაროებს შორის კავშირის უძველეს კონცეფციას უკავშირდებოდა.

***

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების გამოხატვა იაპონურად

ამები - მარგალიტებზე მონადირე იაპონელი „ქალთევზები“

იაპონიის 10 უცნაურობა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდა...

ბანჯგვლიანი კუ

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყვე...

აღდგომის კუნძული

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია