საკნატუნო ამბები

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვიათი?

fun time

17:19 ორშ. 1 ივნისი

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?

14
დაკოპირებულია

დაახლოებით, 10 000 წლის წინათ, დედამიწის თითქმის ყველა მცხოვრებს ყავისფერი თვალები ჰქონია. ყველაფერი შემთხვევითი მუტაციის შემდეგ შეცვლილა, რომელმაც თვალის ფერად გარსში მელანინის გამომუშავება შეუმცირებია და თვალის უფრო ღია ტონების გაჩენის საფუძველი ჩაუყრია.

მწვანე თვალები გაქვთ? მაშინ დედამიწის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს მიეკუთვნებით.

ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის (AAO) მონაცემებით, მწვანე ფერის თვალი მსოფლიოში ყველაზე იშვიათია — ის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს აქვს. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია (დაახლოებით 9%), თუმცა ზოგადად, მწვანე თვალები მაინც ყველაზე ნაკლებად გავრცელებულია.

რატომ ხდება ასე?

ამ კითხვის პასუხი გენეტიკაში იმალება. ადრე მიაჩნდათ, რომ თვალის ფერს მხოლოდ ერთი გენი განსაზღვრავდა. მაგალითად, ყავისფერი თვალები დომინანტური იყო, ლურჯი კი რეცესიული და ამით ყველაფერი აიხსნებოდა. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა.

ცნობილია შემთხვევები, როდესაც ლურჯთვალა მშობლების შვილს ყავისფერი თვალები აქვს, რაც უამრავი გენის ურთიერთქმედების შედეგია. თვალის ყველა ფერი — მუქი ყავისფრიდან დაწყებული, თაფლისფერით, ლურჯითა და მწვანით დამთავრებული — ფერად გარსში მელანინის რაოდენობაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ პროცესს ათობით გენი აწესრიგებს, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ.

თვალის ფერის ნაირსახეობათა, დაახლოებით, 75% OCA2 გენს უკავშირდება, რომელიც მელანინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გენია HERC2. მისმა ნაირსახეობამ შეიძლება OCA2-ის აქტივობა და მელანინის რაოდენობა შეამციროს და თვალის ფერი უფრო ღია გახადოს.

დღეს უკვე ვიცით, რომ თვალის ფერი რთული გენეტიკური ნიშან-თვისებაა, რომელიც მთავარი და უამრავი დამხმარე გენის თანამშრომლობას მოითხოვს.

იმისთვის, რომ თვალის ფერი მწვანე გახდეს, საჭიროა გენების ძალიან განსაკუთრებული შეხამება, რომელიც ღია ყავისფერი პიგმენტის თანაფარდობას შექმნის.

ეფექტი პიგმენტის გარეშე

აღსანიშნავია, რომ მწვანე თვალებში მწვანე პიგმენტი საერთოდ არ არსებობს.

მწვანე ელფერი ყვითელ, ცხიმში ხსნად პიგმენტ ლიპოქრომისა და ყავისფერი პიგმენტის შერწყმით იქმნება. ეს კომბინაცია ძალიან იშვიათად გვხვდება, განსაკუთრებით კონკრეტულ პოპულაციებში.

დაახლოებით, იგივე ხდება ლურჯ თვალებშიც, თუმცა იქ ლიპოქრომი არ არის. პიგმენტის თითქმის სრული არარსებობა სინათლის გაბნევას იწვევს, რის შედეგადაც უკან, ძირითადად, მოკლე, ლურჯი ტალღები აირეკლება.

მიუხედავად იმისა, რომ თვალის ფერს პირობითად, კატეგორიებად ვყოფთ, სინამდვილეში ორი ერთნაირი ფერადი გარსი არ არსებობს. თუ თვალს კარგად დააკვირდებით, ელფერებისა და მოხაზულობების უსასრულო მრავალფეროვნებას დაინახავთ. ეს როგორც გენეტიკას, ისე ფერადი გარსის განვითარებისა და სტრუქტურის თავისებურებებს უკავშირდება, რომლებიც ასაკთან ერთად ყალიბდება.

სწორედ ამიტომ, თვალის ფერადი გარსის ამომცნობი ბიომეტრიული სისტემების მოტყუება იდენტურ ტყუპებსაც კი არ შეუძლიათ, რომელიც მათ სხვადასხვა ადამიანებად აღიქვამს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?