საკნატუნო ამბები

იტალიაში დააკანონეს ანაზღაურებადი შვებულება ავად გამხდარი შინაური ცხოველის მოსავლელად

fun time

15:11 კვი. 26 აპრილი

შვებულება ავად გამხდარი
შინაური ცხოველის
მოსავლელად

14
დაკოპირებულია

იტალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დაავადებული შინაური ცხოველის მოსავლელად ანაზღაურებადი შვებულების აღება ოფიციალურად დაუშვეს. ამიერიდან დამსაქმებლები ვალდებულები არიან, დასაქმებულს სამ დღემდე ანაზღაურებადი შვებულება მისცენ, თუ მას ძაღლი ან კატა ავად გაუხდა ან მოუკვდა.

ადრე ასეთი შვებულება (ე.წ. permessi retribuiti) მხოლოდ ოჯახური პირობების გამო ან ახლო ნათესავებზე ზრუნვისთვის გაიცემოდა, ახალმა კანონმა კი ოჯახის ცნება გააფართოვა და აღიარა, რომ ბევრი ადამიანისთვის შინაური ცხოველი ოჯახის წევრად იქცა.

მთავრობის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ცხოველების მიმართ დამოკიდებულების შეცვლას, არამედ სამეცნიერო მონაცემებსაც ეფუძნება.

კვლევები აჩვენებს, რომ შინაური ცხოველის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი შეიძლება 6-დან 12 თვემდე გაგრძელდეს. ამ პერიოდში ადამიანს კონცენტრაციის უნარი უქვეითდება, მისი ემოციური მდგომარეობა და სოციალური კავშირები უარესდება, ხოლო ძლიერმა სტრესმა შეიძლება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებაზეც კი მოახდინოს გავლენა.

კანონის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იურიდიულმა მხარემაც. იტალიაში დაავადებული ცხოველისთვის არასათანადო მზრუნველობის გაწევა შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც „გაჭირვებაში მიტოვება“, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და პატიმრობას ითვალისწინებს. შესაბამისად, ადამიანი ვალდებულია დაავადებულ ცხოველთან დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კანონს დაარღვევს.

სწორედ ამ არგუმენტზე აიგო სასამართლო პრეცედენტი, რომელმაც კანონის მიღებას საფუძველი ჩაუყარა.

2017 წელს რომის ერთ-ერთი უნივერსიტეტის თანამშრომელმა მოიპოვა უფლება, რომ სახლში დარჩენილიყო მძიმედ დაავადებულ ინგლისურ სეტერთან, სახელად კუჩოლასთან.

ადვოკატების არგუმენტი იყო, რომ ცხოველის დახმარების გარეშე დატოვება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა, ამიტომ მასზე ზრუნვა არა პირადი არჩევანი, არამედ მორალური და სამართლებრივი ვალდებულებაა და სასამართლო ამ არგუმენტს დაეთანხმა.

ვინ ისარგებლებს ახალი კანონით?

ჯერჯერობით შვებულება მხოლოდ ძაღლებისა და კატების პატრონებისთვისაა გათვალისწინებული. კანონის თანახმად, ცხოველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიკროჩიპი და რეგისტრირებული იყოს მეპატრონის სახელზე, ეს მოთხოვნა კი ამჟამად სწორედ კატებსა და ძაღლებს ეხება. გამოცემა One Green Planet-ის ცნობით, საჭიროა იმის დადასტურებაც, რომ პატრონი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ცხოველის მოვლა შეუძლია.

გამოკითხვების თანახმად, დღეს იტალიური ოჯახების 56%-ს ერთი კატა ან ძაღლი მაინც ჰყავს და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. კანონის ავტორების თქმით, სახელმწიფომ ოფიციალურად აღიარა ღრმა ემოციური კავშირი ადამიანსა და შინაურ ცხოველს შორის, რომლის დაკარგვაც მძიმე განსაცდელია, ავადმყოფობისას დახმარება კი — მორალური აუცილებლობა.

***

12 მიზეზი, რატომ უნდა გაიზარდოს ბავშვი ძაღლთან ერთად

ჩინეთში „მსუქანი კატების კუნძული“ აქვთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?

მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რ...

გოტჰარდის გვირაბები

ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღ...

ყველაზე ძვირფასი ბუმბული

სადაურია ინდაური? — ფრინველი, რომელ...

სადაურია ინდაური?

რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთშ...

რატომ ბანაობენ
ავსტრალიის ჩრდილოეთში
კოლჰოტებით?

სახეზე მიხატული ღიმილი — უძველესი ხ...

აინუს ტომი

„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდა...

ბანჯგვლიანი კუ

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება