საკნატუნო ამბები

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო მედიცინა აქვს

fun time

19:13

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

14
დაკოპირებულია

რეიტინგის შედგენისას უამრავი ფაქტორი გაითვალისწინეს: სიცოცხლის ხანგრძლივობა, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების ბალანსი, მკურნალობის ღირებულება და ა.შ.

მოკლედ, თქვენ წინაშეა მსოფლიოში საუკეთესო მედიცინის მქონე 11 ქვეყანა:

მე-11 ადგილი: შვედეთი

შვედეთი ბრწყინვალე ეკოლოგიით არის ცნობილი, თუმცა მედიცინის მხრივაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. სამედიცინო ხარჯების 97%-ს სახელმწიფო ფარავს, მოქალაქეები კი მხოლოდ დარჩენილ, მცირე ნაწილს იხდიან. სტომატოლოგიურ მომსახურებას მთავრობა არ აფინანსებს, თუმცა 19 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის სტომატოლოგია სრულიად უფასოა.

მე-10 ადგილი: შვეიცარია

2012 წლის მონაცემებით, შვეიცარიელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 83 წელს შეადგენდა. რასაკვირველია, ამაში ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემას უდიდესი წვლილი მიუძღვის. სამედიცინო მომსახურების უმეტეს ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს, მოქალაქეები მხოლოდ ხარჯების გარკვეულ წილს ფარავენ.

მე-9 ადგილი: სამხრეთ კორეა

ამ ქვეყანაში ჯანდაცვის ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც ქვეყნის ყველა მცხოვრებს სამართლიან და თანასწორ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. გარდა ამისა, სახელმწიფო მუდმივად გამოჰყოფს სახსრებს გარემოს დაბინძურებასთან საბრძოლველად. აქ მიიჩნიათ, რომ ეკოლოგიური პრობლემები დაავადების მთავარი მიზეზია.

მე-8 ადგილი: ავსტრალია

ავსტრალიაში სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაახლოებით 75%-ს მთავრობა ანაზღაურებს, ხოლო დარჩენილ მეოთხედს კერძო სამედიცინო დაზღვევა ფარავს. ქვეყანაში სასწრაფო დახმარების მომსახურებისთვის ცალკე მოსაკრებელი არსებობს. სტომატოლოგია მოქალაქეების ფინანსურ პასუხისმგებლობად რჩება, თუმცა დაბალშემოსავლიან მოსახლეობას სახელმწიფო სუბსიდიებით სარგებლობა შეუძლია.

მე-7 ადგილი: იტალია

იტალიაში ჯანდაცვის სისტემა ძალიან მაღალ დონეზეა და ის შერეულ, საზოგადოებრივ-კერძო მოდელს წარმოადგენს. იტალიელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია. კლინიკის მიუხედავად, იტალიის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ოპერაცია სრულიად უფასოა. უფასოა გადაუდებელი დახმარებაც, არალეგალი მიგრანტებისთვისაც კი.

მე-6 ადგილი: ესპანეთი

ესპანური სამედიცინო პერსონალი, მათ შორის უმცროსი მედდებიც კი, განათლებითა და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. თუ მედიკამენტის რეცეპტი კლინიკაშია გამოწერილი, მისი ღირებულების უდიდეს ნაწილს სახელმწიფო იხდის.

მე-5 ადგილი: გერმანია

გერმანელი ექიმების პროფესიონალიზმის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. გერმანული საავადმყოფოები სახელმწიფოსგან საინვესტიციო დაფინანსებას იღებენ, სადაზღვევო კომპანიებთან კი ხელშეკრულებებს აფორმებენ.

მე-4 ადგილი: ისრაელი

სამედიცინო მომსახურება ისრაელის მცხოვრებთა ერთ-ერთი ძრითადი უფლებაა. ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემას სახელმწიფო აკონტროლებს. სამედიცინო სფეროს ტექნიკური აღჭურვილობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ხოლო ექიმებისა და მედდების პროფესიონალიზმი ეჭვებს არ იწვევს. სწორედ ამიტომ, სამედიცინო ტურისტები ამ ქვეყანას სულ უფრო ხშირად ირჩევენ.

მე-3 ადგილი: იაპონია

იაპონური ჯანდაცვის სისტემა საყოველთაო სამედიცინო დაზღვევას ეფუძნება. გარდა ამისა, იაპონელები სამსახურში მოწყობისას დამატებით კერძო დაზღვევასაც იღებენ. უსახლკაროებს და დაბალი შემოსავლის მქონე პირებს სამედიცინო გადასახადებისგან აგათავისუფლებენ — ისინი სამთავრობო სუბსიდიების ხარჯზე მკურნალობენ.

მე-2 ადგილი: სინგაპური

სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ის მაღალტექნოლოგიურ სახელმწიფო და კერძო სერვისებს აერთიანებს. კლინიკები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, როგორიცაა რობოტული ქირურგია და კიბოს მკურნალობის მოწინავე მეთოდები. სინგაპურის ჯანდაცვის სისტემის მთავარი ქვაკუთხედია ინდივიდუალური დანაზოგების (Medisave), სოციალური დაზღვევისა (MediShield Life) და სახელმწიფო სუბსიდიების ეფექტური კომბინაცია, რაც ხარჯების ხელოვნურ ზრდას ხელს უშლის.

1-ელი ადგილი: ჰონკონგი

ჰონკონგის ჯანდაცვის სისტემა უმაღლესი სტანდარტებითა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა. ის მოქმედებს როგორც საჯარო და კერძო სექტორის კომბინაცია, სადაც მთავრობა მოსახლეობის ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს. ამ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და დაახლოებით 85 წელს შეადგენს. ასეთი მაჩვენებელი განპირობებულია მაღალგანვითარებული ჯანდაცვის სისტემით და ცხოვრების მაღალი ხარისხით. გარდა ამისა, ჰონკონგში ახალშობილთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?

მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რ...

გოტჰარდის გვირაბები

ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღ...

ყველაზე ძვირფასი ბუმბული

სადაურია ინდაური? — ფრინველი, რომელ...

სადაურია ინდაური?

რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთშ...

რატომ ბანაობენ
ავსტრალიის ჩრდილოეთში
კოლჰოტებით?

იტალიაში დააკანონეს ანაზღაურებადი შ...

შვებულება ავად გამხდარი
შინაური ცხოველის
მოსავლელად

სახეზე მიხატული ღიმილი — უძველესი ხ...

აინუს ტომი

„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდა...

ბანჯგვლიანი კუ

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება