საკნატუნო ამბები

ჩინეთში „მსუქანი კატების კუნძული“ აქვთ

fun time

16:08 ოთხ. 15 ოქტომბერი, 2025 წელი

მსუქანი კატების კუნძული
ჩინეთში

14
დაკოპირებულია

ეს ადგილი ქუჩის კატებისა და მათი მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა მდებარეობს. თავშესაფარი, რომელსაც „მსუქანი კატების კუნძული“ ჰქვია, ჩინეთში, ძიანსუს პროვინციაში გახსნეს. 

თავშესაფარში 150-ზე მეტი იღბლიანი ფისო ცხოვრობს. ყველა ცხოველი სტერილიზებულია და ვეტერინარი მეთვალყურეობს. გარშემო ლამაზი პარკი აკრავს, სადაც კატების ქანდაკებები, კაფეები და მაღაზიებია განთავსებული.

პარკში გასეირნება ფასიანია, შემოსავალი კი თავშესაფრის მოვლა-პატრონობას მოხმარდება.

თავშესაფრის სტუმრების ყურადღებას კატის 30-მეტრიანი ქანდაკება იპყრობს, რომელშიც საგამოფენო დარბაზია განთავსებული. გამოფენა კუნძულის მცხოვრებლების შესახებ გვიამბობს, თუმცა „მსუქანი კატების კუნძულის“ ნამდვილი ხიბლი ისაა, რომ სტუმრებს ფუმფულა ბინადრებთან თამაშის საშუალებას აძლევს.

ალბათ იცით, რომ კატას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია და ეს მეცნიერებმა დიდი ხანია, დაამტკიცეს. კატა ებრძვის სტრესს და ქრონიკულ დეპრესიას და შესანიშნავი საშუალებაა ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის.
რა თქმა უნდა, წამლის ნაცვლად, კატის გადაყლაპვა არ მოგიწევთ. საკმარისია, ფუმფულა ფისო სახლში მიიყვანოთ და სიყვარული და მზრუნველობა აჩუქოთ.

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კატის პატრონებს, სხვებთან შედარებით, ინფარქტი და ინსულტი 18-20% უფრო იშვიათად ემართებათ. მათვე დაითვალეს, რომ დიდი ბრიტანეთის 85 წლის და უფრო მეტი ასაკის მამაკაცების 70%-ს სახლში ფისო ჰყავს.

***

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრემენტებს?

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სიგნალი, რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია