იცით თუ არა

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სიგნალი, რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ

fun time

16:28 ორშ. 18 ნოემბერი, 2024 წელი

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

14
დაკოპირებულია

კატებს ურთიერთობისთვის საკუთარი, განსაკუთრებული ენა აქვთ.  საუბარი არ შეუძლიათ, მაგრამ მათი ქცევა ყველაფერზე მეტყველებს. როდესაც კატა თავს ცუდად გრძნობს ან რამე სტკივა, ცდილობს თავისი ემოციები პატრონამდე გარკვეული ნიშნების გამოყენებით მიიტანოს. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ ან არასწორად ხსნიან იმ ნიშნებს, რომლებსაც ოთხფეხა მეგობარი აწვდით.

არსებობს ოთხი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც მეტყველებს, რომ თქვენს კატას სასწრაფო დახმარება ესაჭიროება:

1. დაჟინებული მზერა

კატის დაჟინებული მზერა დახმარების თხოვნაა, რომელიც შეიძლება ასე თარგმნოთ: "მეგობარო, შენი დახმარება მჭირდება!"

ჩვეულებრივ, კატები ამ ხერხს მაშინ მიმართავენ, როდესაც პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა არ შეუძლიათ.

2. ხმამაღალი და სასოწარკვეთილი კნავილი

როდესაც კატას თქვენი დახმარება სჭირდება, ის ცდილობს ხმამაღლა კნავილით მიიქციოს თქვენი ყურადღება. თუ ყურადღება არ მიაქციეთ, თანდათან მისი ხმა თითქმის სასოწარკვეთილი გახდება - თითქოს ფუმფულა მეგობარი ცდილობს, გარშემო ყველა ხმა დაახშოს თავისი სათქმელის თქვენამდე მოსატანად.

3. მოუსვენარი კრუტუნი

როგორც წესი, კატის კრუტუნი სიმშვიდესა და ნეტარებას განასახიერებს, მაგრამ როდესაც თქვენი დახმარება სჭირდება, კრუტუნის ტემბრი იცვლება. ის უფრო ხმამაღალი, ნერვული და საგანგაშოც კი ხდება. კატა, ჩვეულ თავშეკავებას ივიწყებს და ცდილობს, თქვენი ყურადღება ნებისმიერი გზით მიიქციოს.

4. აგრესიული ქცევა

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მცდელობის მიუხედავად, კატამ თქვენი ყურადღება ვერ მიიქცია, მან შეიძლება უკიდურეს ზომას - აგრესიას მიმართოს. თუ ფისომ მოულოდნელად თქვენი კბენა და კაწვრა დაიწყო, ეს მისი სასოწარკვეთილი დახმარების თხოვნაა, რომელიც თქვენ ვერ გაიგეთ.

იყავით ყურადღებიანი ოთხფეხა მეგობრების მიმართ, ისწავლეთ მათი ენის გაგება – და ისინი უსაზღვრო სიყვარულით და ერთგულებით გიპასუხებენ.

ესეც დაგაინტერესებთ:

კატები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის 300-მდე გამომეტყველებას იყენებენ

რომელი ჯიშის კატა ცოცხლობს ყველაზე დიდხანს?

რა მოხდება, თუკი კატა „ულვაშს დაკარგავს“?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში