იცით თუ არა

კატები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის 300-მდე გამომეტყველებას იყენებენ

fun time

18:00 ხუთ. 9 ნოემბერი, 2023 წელი

კატის მიმიკები

14
დაკოპირებულია

ამერიკელმა მეცნიერებმა კატების მიმიკის შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარეს. როგორც ჟურნალი Behavioral Processes წერს, მკვლევრები  ლოს-ანჯელესის თემატურ კაფეში 53 კატას ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და 276 სახის სხვადასხვა გამომეტყველების ჩაწერა შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ადამიანებში 44, ძაღლებში - 27, შიმპანზეებში კი მთელი 357 გამომეტყველებაა გამოვლინილი.

კვლევამ დაადგინა, რომ სახის ერთი გამომეტყველება დაახლოებით 26 უნიკალური მოძრაობის კომბინაციისგან შედგება - ესაა ტუჩების გაღება, გუგების გაფართოება ან შევიწროება, თვალების დახამხამება, ყურების მოძრაობა და ა.შ.

მთლიანობაში, ცხოველების ერთმანეთთან ურთიერთობის დროს ექსპერტებმა სახის 688 სიგნალი დააფიქსირეს. აქედან 45% -ში კატების გამომეტყველება მეგობრული იყო, 37%-ში - აგრესიული, დანარჩენი 18%-ში კი - ორაზროვანი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი კვლევა შინაური ცხოველების მფლობელებს და თავშესაფრის თანამშრომლებს კატების უკეთ გაგებაში დაეხმარება. კვლევის შედეგებს აქტიურად იყენებენ სპეციალისტები იმ აპლიკაციების შემუშავებისას, რომლებიც ადამიანებს კატის სახის გამომეტყველების გაშიფვრაში ეხმარება.

ესეც საინტერესოა:

რატომ ხოცავდა კათოლიკური ეკლესია კატებს

რა დაემართება სამყაროს კატები რომ გადაშენდნენ?

რატომ წვება კატა პატრონის სხეულზე?

ეს კი საახალწლოდ გამოგადგებათ 😊 - კატა, ნაძვის ხე და უსაფრთხოების 4 წესი!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში