იცით თუ არა

კატა, ნაძვის ხე და უსაფრთხოების 4 წესი!

fun time

17:22 შაბ. 24 დეკემბერი, 2022 წელი

კატა და ნაძვის ხე

14
დაკოპირებულია

ალბათ ყველამ იცის, რომ კატებს საკუთარი ცხოვრება ნაძვის ხის „ქრაშ-ტესტის“ გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. შესაძლოა, სადღაც, პლანეტის რომელიმე კუთხეში ნაძვის ხის მიმართ გულგრილი ფისოც არსებობს, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. 

 

მოდი, გავარკვიოთ, რატომ აინტერესებთ კატებს ნაძვის ხე?

მიზეზი პირველი:

დავიწყოთ იმით, რომ ყველა კატისებრი არსება, განურჩევლად ზომისა და საცხოვრებელი ადგილისა, ძალიან ცნობისმოყვარეა. ეს თვისება უმეტესად, მტაცებლებს ახასიათებთ და ის ცხოველს სწრაფად ორიენტირებაში ეხმარება.

ნაძვის ხე არის ახალი და დიდი ზომის ობიექტი, რომელიც სახლის ყველა მცხოვრებში საფუძვლიან ინტერესს იწვევს. მაშ, რატომ უნდა უგულებელყოს ის შინაურმა ცხოველმა?

ჩვენს სახლში მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხეები მთელი წელი რომ იდგეს, შეიძლება კატამ მის მიმართ ინტერესი დაკარგოს და მარადიული დაპირისპირებაც დასრულდებოდა.

მიზეზი მეორე:

ნაძვის ხის მიმართ კატების უკიდურესი ინტერესის მეორე მიზეზი ნადირობის ინსტინქტში იმალება. მოციმციმე, მანათობელი ობიექტი, რომელიც თითქოს ცოცხალია და სათამაშოდ გიწვევს, კატისთვის ნადირობის ან თამაშის ობიექტია.

ნაძვის ხის დაზიანების ხარისხი, გარკვეულწილად, ცხოველის ასაკზეა დამოკიდებული - რაც უფრო ახალგაზრდაა კატა, ანუ რაც უფრო იშვიათად უნახავს ნაძვის ხე, მით უფრო საშიშია ის სადღესასწაულო დეკორაციისთვის.

ჩხვლეტია წიწვებთან და ერთმანეთში ჩახლართულ სადენებთან კონტაქტის შემდეგ კატა, უმეტეს შემთხვევაში, ნაძვის ხის მიმართ ინტერესს კარგავს. მით უმეტეს, თუ პატრონმაც მკაცრი შენიშვნა მისცა.

მაინც, როგორ დავიცვათ ნაძვის ხე კატისგან:

1) ყველაზე ეფექტური, რა თქმა უნდა, სრული იზოლაციაა - ანუ თქვენი ფისო ნაძვის ხეს რომ ვერ მისწვდეს;

2) მეორე წესი - ნაძვის ხე მაქსიმალურად მყარად უნდა იდგეს, ისე რომ კატამ ვერ წააქციოს;

3) ნუ დაკიდებთ ბევრ წვიმას - ეს ფისოს ინტერესს მნიშვნელოვნად შეამცირებს;

4) ნაძვის ხეს შეასხურეთ სპეციალური აეროზოლი, რომელსაც ციტრუსის სურნელი აქვს. თუ აეროზოლი არ გაქვთ, ნაძვის ხის ტოტებზე მანდარინისა და ფორთოხლის კანები მოაწყვეთ. კატებს ასეთი სუნი არ მოსწონთ და ცდილობენ, თავი აარიდონ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

თუ კატები გიყვართ, ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ წვება კატა პატრონის სხეულზე?

რისთვის სჭირდება კატას ულვაში?

რატომ აღმერთებდნენ კატებს ძველ ეგვიპტეში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი