იცით თუ არა

რატომ ხოცავდა კათოლიკური ეკლესია კატებს?

fun time

14:00 სამ. 9 მაისი, 2023 წელი

რატომ ხოცავდა კათოლიკური
ეკლესია კატებს

14
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის, რომ შუა საუკუნეებში კათოლიკურმა ეკლესიამ კატებზე ნადირობა გამოაცხადა. ფუმფულა და უწყინარ ფისოებს აწამებდნენ, წვავდნენ და ეშმაკის მოციქულებად აცხადებდნენ. ჩვენ გიამბობთ რა მოჰყვა კატების მასობრივ ხოცვას და რას ფიქრობს თანამედროვე ეკლესია ფისოებზე.

დავიწყოთ იმით, რომ კათოლიკებისგან განსხვავებით, ძველ ეგვიპტელებს კატა წმინდა ცხოველად მიაჩნდათ და აღმერთებდნენ. კატებს ძეგლებს უძღვნიდნენ და მათი გამოსახულებებით ტაძრებს ამშვენებდნენ, მაგრამ კათოლიციზმის მოსვლისთანავე ფისოების უზრუნველ ცხოვრებას წერტილი დაესვა. კატები ეშმაკის მოკავშირეებად გამოაცხადეს, რომლებსაც პაპის ინკვიზიცია უმოწყალოდ დევნიდა.

მაინც, რატომ შეიძულა კათოლიკურმა ეკლესიამ უწყინარი ცხოველები?

საქმე ისაა, რომ შუა საუკუნეებში კატა (განსაკუთრებით, შავი) ერეტიკული რწმენის შემადგენელ ნაწილად და ეშმაკისეული ძალის განსახიერებად ითვლებოდა გერმანელი ინკვიზიტორი და ჯვაროსნული ლაშქრობების მქადაგებელი, კონრად მარბუგელი პაპ გრიგოლ IX-ის ნების აღმსრულებელი და კატების დაუძინებელი მტერი იყო. ის ტყავიდან ძვრებოდა, რომ კატებისა და ეშმაკის მოკავშირეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოეპოვებინა. რა თქმა უნდა, „აღიარებების“ მოპოვება საშინელი წამების გზით ხდებოდა.

საბოლოოდ კონრად მარბურგელმა „ადამიანთა სატანური ინიციაციის“ სრული აღწერა მიიღო. ინკვიზიტორის წამების მსხვერპლებმა „აღიარეს“, რომ მაგიურ რიტუალებს უზარმაზარი გომბეშო ესწრებოდა, რომელიც ფერმკრთალი სახის კაცად იქცეოდა. ინიციაციის მისაღწევად, ერეტიკოსები მამაკაცს ეამბორებოდნენ, რაც მეხსიერებიდან საეკლესიო სწავლებებს პირწმინდად შლიდა. რიტუალის ბოლოს ხალხში შავი კატა შემოდიოდა, რომელიც ხორცშესხმული სატანა იყო. ამის შემდეგ მაგიური რიტუალი საყოველთაო ორგიით სრულდებოდა.

კატების წინააღმდეგ გაჩაღებულ ჯვაროსნულ ლაშქრობაში ვირთხებმა გაიმარჯვეს! ფისოების განადგურებას საშიში დაავადებების მატარებელი მღრღნელების გამრავლება მოჰყვა.

1300-იანი წლების შუა ხანებში ევროპა შავმა ჭირმა მოიცვა, რომელსაც 60 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა, თუმცა კატებზე ნადირობა ამანაც ვერ შეაჩერა. ინკვიზიტორებმა განაცხადეს, რომ შავი ჭირი სატანამ მოიტანა და მოსახლეობას კატების უფრო გულმოდგინედ განადგურებისკენ მოუწოდეს.

კატების დევნა ამით არ დასრულებულა. 1400-იან წლებში ისინი კუდიანების თანამზრახველებად გამოაცხადეს. რომის პაპმა ინოკენტი VIII-მ კუდიანებისა და კატების ერთად განადგურება ბრძანა.

შუა საუკუნეებში ევროპაში უჩვეულო დღესასწაული - Kattenstoet დაარსდა, რომელსაც თანამედროვე ბელგიაში დღემდე აღნიშნავენ. დღესასწაულის კულმინაცია კუდიანის დაწვა და მისი სამრეკლოდან კატის გადმოგდება იყო. თანამედროვე ბელგიელები დღესასწაულზე კუდიანის ნაცვლად ჩალის კაცს წვავენ, ხოლო სამრეკლოდან სათამაშო კატას აგდებენ.

დროთა განმავლობაში კათოლიკურ ეკლესიას კატების დევნა მოსწყინდა. თანამედროვე მქადაგებლები აღარ მოითხოვენ ფისოების ხოცვას, პირიქით, ვატიკანში ბევრი კატა ცხოვრობს და მათზე სასულიერო პირები ზრუნავენ.

სხვათა შორის, კათოლიკური ეკლესია მოშინაურებულ ცხოველთა მფარველს, წმინდა ანტონს პატივს მიაგებს. მადრიდში შეგიძლიათ ანტონ დიდის სახელობის ეკლესია ნახოთ, სადაც მისი ხსენების დღეს, 17 იანვარს, ტაძრის წინამძღვარი აკურთხებს კატებს, ძაღლებს და ფაუნის წარმომადგენელ სხვა არსებებს, რომლებიც მრევლს უხვად მოჰყავს.

ესეც საინტერესოა:

რა დაემართება სამყაროს კატები რომ გადაშენდნენ?

რატომ აღმერთებდნენ კატებს ძველ ეგვიპტეში?

რატომ ურჩევნიათ კატებს ქალებთან ძილი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება