იცით თუ არა

რა დაემართება სამყაროს კატები რომ გადაშენდნენ?

fun time

18:07 ხუთ. 27 აპრილი, 2023 წელი

კატების სარგებელი

14
დაკოპირებულია

ბევრ ჩვენგანს საყვარელი კატის გარეშე ერთი დღეც ვერ  წარმოუდგენია. ბეწვიანი ტანსაცმლის და უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, კატებს უამრავი ადამიანი აღმერთებს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ყველა კატა რომ ერთდროულად გაქრეს.

რამდენიმე წლის წინათ ავსტრალიის მთავრობამ 2 მილიონი უპატრონო კატის დახოცვა გადაწყვიტა და მიზეზად ქვეყნის ეკოსისტემისთვის შექმნილი საფრთხე დაასახელა.

ავსტრალიაში კატების მასობრივი ხოცვა 2015 წლიდან დაიწყო, რასაც უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორის, ბრიჯიტ ბარდო შეეწინააღმდეგა, თუმცა უშედეგოდ.

ავსტრალიაში კატებისთვის ომის გამოცხადებამ უკვე შედეგი გამოიღო, თუმცა ისეთი არა, როგორსაც მთავრობა ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში 20 მილიონამდე ცოცხალი კატა დარჩა, ფერმერები თაგვების ლაშქართან გამკლავებას და მოსავლის გადარჩენას რთულად ახერხებენ. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ კატა ჩვენი პლანეტის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და თუ ის გაქრება, ვერავინ შეცვლის.

სწორედ კატები ეხმარებიან განვითარებული სოფლის მეურნეობის მქონე ბევრ ქვეყანას მღრღნელების „შეკავებაში“.

ინდოეთის ბევრ პროვინციაში, სადაც სოფლის მეურნეობის ტექნოლოგია პრიმიტიულ დონეზეა, თაგვებთან გამკლავების ერთადერთი საშუალება კატების მომრავლებაა. ინდოელები აღნიშნავენ, რომ ფისოების დახმარების გარეშე მათთან შიმშილობა ჩამოვარდებოდა.

1997 წელს დიდ ბრიტანეთში კვლევა ჩაატარეს, რომლის თანახმად, ერთ შინაურ კატას ყოველწლიურად სახლში 11 პატარა ცხოველი მოაქვს. მათ შორის არიან ფრინველები, ქვეწარმავლები და რა თქმა უნდა, მღრღნელები.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრიტანეთში დაახლოებით 9 მილიონი კატაა, მისი ნანადირევის რაოდენობა დაახლოებით, 200 მილიონს შეადგენს და აქედან უმეტესობა თაგვები და ვირთხებია.

1979 წელს მსგავსი კვლევა ახალზელანდიელმა ზოოლოგებმა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ფისოების გარეშე ახალ ზელანდიაში ვირთხების პოპულაცია 4-ჯერ გაიზრდებოდა!

ცნობისთვის, მღრღნელების რაოდენობის ზრდა მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების განადგურების გარდა, სხვა პრობლემებსაც იწვევს. იგივე ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს, რომ ზღვის იშვიათი ფრინველების რაოდენობა ვირთხების რაოდენობის ზრდის პროპორციულად მცირდება. მიზეზი ისაა, რომ ვირთხები ფრინველების კვერცხებს მიირთმევენ. განსაკუთრებით იქ, სადაც სხვა საკვები არ აქვთ.

ასე რომ, კატების გაქრობის შემთხვევაში ადამიანებსაც და ფრინველებსაც სერიოზული საფრთხე ემუქრებათ და შესაძლოა, სახიფათო ეპიდემიების პირისპირ აღმოვჩნდეთ.

ესეც საინტერესოა:

რატომ აღმერთებენ სტამბოლელები კატებს?

რატომ წვება კატა პატრონის სხეულზე?

რატომ ურჩევნიათ კატებს ქალებთან ძილი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK