იცით თუ არა

რომელი ჯიშის კატა ცოცხლობს ყველაზე დიდხანს?

fun time

15:29 კვი. 26 მაისი, 2024 წელი

ბურმანული კატა

14
დაკოპირებულია

დიდი ბრიტანეთისა და ტაივანის მეცნიერებმა  შინაური კატების სიცოცხლის ხანგრძლივობის დასადგენად პირველი ერთობლივი კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ კატების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ისეთი ფაქტორები ახდენს გავლენას, როგორიცაა სქესი, ჯიში და სხეულის აგებულება. 

ჟურნალ Feline Medicine and Surgery-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან მონაცემებს მოიცავს, რაც კატების მფლობელებს და ვეტერინარებს ცხოველებზე უკეთ ზრუნვაში დაეხმარება.

კვლევა 2019 წელს, VetCompass-ის პროგრამაში ჩართული ვეტერინარული კლინიკებიდან მიღებულi 7,936 კატის სიკვდილის მონაცემებს მოიცავს. მკვლევრებმა კატების სხვადასხვა ჯგუფში სიკვდილის შემთხვევები შეისწავლეს და რისკფაქტორების გამოსავლენად რეგრესიული მოდელები შექმნეს, რომლებიც კატების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენენ.

როგორც გაირკვა:

  • კატების სიცოცხლის ხანგრძლივობამ საშუალო 11,74 წელია.
  • კატებში სიკვდილის ალბათობა 3-4 წლის ასაკიდან იზრდება.
  • ძუ კატები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ხვადები. ძუ კატების სიცოცხლის ხანგრძლივობამ 12,51 წელი შეადგინა, ხოლო ხვადის - 11,18 წელი.
  • ყველაზე დღეგრძელი ჯიში ბურმანული კატა (Burmese cat) აღმოჩნდა.
  • ყველაზე ცოტა ხანს კი სფინქსები ცოცხლობენ.
  • სხეულის ზედმეტი წონა სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია.

ფოტოზე: ბურმანული კატები 👆

ფოტოზე: სფინქსი კატები👇

კვლევის შედეგები კატების მფლობელებს და ვეტერინარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. ეს მონაცემები დაგეხმარებათ შინაური ცხოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შესანარჩუნებლად უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ არ ამოსდის სფინქსის კატას ბეწვი?

კვლევა: კატას იმ ადამიანთან ურჩევნია ყოფნა, ვისაც ის დიდად არ უყვარს

რატომ წვება კატა პატრონის სხეულზე?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში