იცით თუ არა

როგორ იზამთრებენ ფუტკრები?

fun time

15:33 ოთხ. 19 ნოემბერი, 2025 წელი

როგორ იზამთრებენ
ფუტკრები?

14
დაკოპირებულია

ზამთარში მწერები თვალისგან მოფარებულ, მყუდრო ადგილს აფარებენ თავს და გაზაფხულს ელოდებიან, თუმცა ფუტკრების ქცევა გამონაკლისია.

როგორც კი ჰაერს სუსხი შეეპარება, ფუტკრები ერთად იკრიბებიან, რათა ზედაპირის ფართობი და სიცივე შეამცირონ. ამ დროს ფრთებს ოდნავ არხევენ, რათა კუნთების მოძრაობით სითბო გამოიმუშაონ. ეს ხერხი ფუტკრებს საშუალებას აძლევს, -40°C ყინვაში სკა +15°C-მდე გაათბონ.

ზოგი მეფუტკრე სკებს თბილად ფუთავს და გამოსაზამთრებლად გარეთ ტოვებს, ზოგს კი სკები შენობაში გადააქვს.

რამდენი საკვები სჭირდება ფუტკრის ოჯახს ზამთარში?

ვინაიდან ფუტკრები ზამთარში დათვებივით არ იძინებენ, მათ საკვები სჭირდებათ, ამიტომ ზამთრისთვის თაფლს ინახავენ. თაფლი მათთვის მხოლოდ საკვები კი არა, ზამთრის საწვავიცაა.

ფუტკრის ოჯახი საკმაოდ დიდია და 2000-მდე წევრისგან შედგება. გრძელი და მკაცრი ზამთრის პირობებში ფუტკრის ოჯახს საკვებად 30 კილოგრამი თაფლი სჭირდება. შედარებით თბილ რეგიონებში შეიძლება 7-10 კილოგრამიც საკმარისი იყოს.

დაბოლოს, რამდენიმე საინტერესო ფაქტი ფუტკრის შესახებ:

🔸ბუნებაში მილიონზე მეტი სახეობის მწერი არსებობს და მათგან ადამიანს მხოლოდ ორი - ფუტკარი და აბრეშუმის ჭია ემსახურება.

🔸არსებობს 30-ზე მეტი ჯიშის თაფლის შემგროვებელი ფუტკარი.

🔸ფუტკრები ადვილად პოულობენ სახლისკენ გზას, მაშინაც კი თუ მშობლიური სკიდან ყვავილის მტვრისა და ნექტრის შესაგროვებლად ძალიან შორს გაფრინდებიან.

🔸შემოდგომით გამოჩეკილი ფუტკრები ცოცხლობენ 6-7 თვეს - ისინი კარგად უძლებენ ზამთარს.

🔸თაფლის შემგროვებელი ფუტკარი 30-40 დღეში იღუპება.

🔸გაზაფხულზე და შემოდგომაზე ფუტკარი ცოცხლობს არა უმეტეს 45-60 დღისა.

🔸მამა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-4 კვირაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა 1 წელი იცოცხლა.

🔸რაც შეეხება დედა ფუტკარს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-6 წელიწადს შეადგენს.

***

რატომ მოჰყვება შიმშილობა დედამიწაზე ფუტკრის გაქრობას?

რატომ კვდება ფუტკარი ადამიანის დანესტვრის შემდეგ?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი უფრო საშიშია?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული