ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი უფრო საშიშია?
16:06 კვი. 25 მაისი

თუ ბუნებაში გართობის მოყვარული ხართ, გეცოდiნებათ, რომ ამ ბზუილა მწერებს საკვების, განსაკუთრებულად ტკბილეულის სურნელი იზიდავთ. მათი მოშორება ადვილი არ არის და ძალიან თუ გააღიზიანებთ, შეიძლება რამდენიმე „მტკივნეული ილეთიც“ ჩაგიტარონ.
კრაზანებიც და ფუტკრებიც ერთი და იმავე ნესტრიანი სიფრიფანაფრთიანი მწერების რიგს განეკუთვნებიან და ორივეს, დაახლოებით, 20 000 სახეობა ჰყავს.
***
მწარე ნაკბენი მეტყველებს იმაზე, რომ მთავარი ეჭვმიტანილი არა ფუტკარი, არამედ მისი ახლო ნათესავი — ბზიკი, იგივე კრაზანაა.
მტკივნეულ ჭრილობებს სწორედ კრაზანები ტოვებენ. ამ მწერების შხამში შემავალი ალერგენი, რომლებიც მათ ჭრილობაში შეჰყავთ, ყველაზე საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის, ასევე დიაბეტით დაავადებულებისთვის.
კრაზანას შეუძლია რამდენჯერმე მწარედ დაგკბინოთ და შემდეგ მშვიდად გაფრინდეს, აი ფუტკარი კი ადამიანს მხოლოდ ერთხელ კბენს და ეს მისთვის სასიკვდილოა.
აქვე წაიკითხეთ: რატომ კვდება ფუტკარი ადამიანის დანესტვრის შემდეგ
***
ბზიკის ნაკბენზე ნორმალური ადგილობრივი რეაქციაა: ნაკბენის ადგილას მწვავე ტკივილი, რამდენიმე წამი წვის შეგრძნება, სიწითლე, შესიება და ქავილი, რაც შეიძლება კბენიდან 2 დღეც კი გაგრძელდეს;
ბზიკის ნაკბენზე მძიმე რეაქცია კი ასეთია: ბზიკის ნაკბენის გასიება, კიდურის გასიება, ცხელება, გულისრევა და თავის ტკივილი.
იშვიათად, შესიება და ტკივილი შეიძლება არა იმ დღესვე, არამედ კბენიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაფიქსირდეს. თუ სიმპტომები 48 საათზე მეტხანს გაგრძელდა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია
***
ბზიკებსაც და ფუტკრებსაც ზოლები აქვთ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება აშკარად გამოჩნდება.
ფუტკრებს სხეულზე გრძელი ბუსუსები აქვთ, რომლებიც ყვავილის მტვრის შეგროვებაში ეხმარებათ, კრაზანებს კი პრიალა „ჯავშანი აცვიათ“, რაც სხვა მწერებზე ნადირობისთვის მოსახერხებელია.
ზრდასრული კრაზანები მხოლოდ შთამომავლობის გამოსაკვებად ნადირობენ, რადგან თავად ყვავილების ნექტარით იკვებებიან და, ფაქტობრივად, ვეგეტარიანელები არიან.
ბზიკისგან განსხვავებით, რომლის სხეულიც წაგრძელებულია, მეთაფლია ფუტკარს მომრგვალებული სხეული აქვს და ყვავილიდან ყვავილზე მშვიდად დაფრინავს.
განსხვავება მათ გემოვნებაშიც იგრძნობა - ფუტკრები პიკნიკის იშვიათი სტუმრები არიან, რადგან ტკბილი სასმელების გარდა, ადამიანების მენიუდან არაფერი იზიდავთ.
ესეც საინტერესოა:
რატომ მოჰყვება შიმშილობა დედამიწაზე ფუტკრის გაქრობას?
რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრაზანა და ფუტკარი?
კოღოს საწინააღმდეგო ხალხური მეთოდები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან