იცით თუ არა

454 გრ თაფლის საწარმოებლად ფუტკრის ოჯახი 88 500 კმ-ს გადის - ეს იგივეა, რაც დედამიწას ორჯერ შემოუფრინონ

fun time

18:00 კვი. 9 ნოემბერი, 2025 წელი

454 გრ თაფლის საწარმოებლად
ფუტკრის ოჯახი 88 500 კმ-ს
გადის

14
დაკოპირებულია

თაფლის თითოეული წვეთი უდიდესი შრომის შედეგს წარმოადგენს, რომელიც ფუტკრის ოჯახმა გასწია. მუშა ფუტკარი თავისი სიცოცხლის მანძილზე, რომელიც 4–იდან 6 კვირამდე გრძელდება, მხოლოდ ჩაის კოვზის 1/12-ს ამზადებს. შესაბამისად, ერთი სავსე ჩაის კოვზი თაფლის მისაღებად თორმეტი ფუტკარი მთელი სიცოცხლე შრომობს.

ნექტარინიდან თაფლის მიღების პროცესი ორ ძირითად ეტაპად მიმდინარეობს:

👉 თავდაპირველად შეგროვებული ნექტარი, რომელიც მაღალი ტენიანობით გამოირჩევა, ფუტკრის საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით მუშავდება, რაც რთული შაქრების (საქაროზა) მარტივ შაქრებად (გლუკოზად და ფრუქტოზად) გარდაიქმნის.
ამის შემდეგ ფუტკრები დამუშავებულ ნექტარს ექვსკუთხედ ფიჭის უჯრედებში ათავსებენ.

👉 მეორე ეტაპზე ფუტკრები ფრთების მოძრაობით ფიჭიდან ზედმეტ წყალს აორთქლებენ და ტენიანობას 20%-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე ამცირებენ. ეს პროცესი თაფლს ხანგრძლივი შენახვის უნარს ანიჭებს.

თაფლის წარმოება ფუტკრებისთვის წარმოუდგენლად შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესის შედეგია. ერთი ფუნტი (დაახლოებით, 454 გრამი) თაფლის მისაღებად ფუტკრის ოჯახს, დაახლოებით, 88 500 კმ-ის დაფარვა უწევს, რაც დედამიწის ირგვლივ ორჯერ შემოვლის ტოლფასია. ამ დროის განმავლობაში ფუტკრები, დაახლოებით, ორ მილიონ ყვავილს სტუმრობენ.

ნექტრის მოსაგროვებლად თითო ფუტკარი 50–100 ყვავილს სტუმრობს და სკაში ბრუნდება ტვირთით, რომელიც ხშირად მისი სხეულის წონის ნახევარზე მეტია.

ჩვეულებრივ, ფუტკრები საკვებს სკიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრის რადიუსში ეძებენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ 8 კილომეტრამდეც იფრინონ!

მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრების მთავარი მიზანი საკუთარი სკისთვის საკვების მოპოვებაა, მათი შრომა გლობალური მნიშვნელობისაა — ნექტრის შეგროვებისას ისინი უნებლიეთ ყვავილების დამტვერვას ახდენენ, რაც მცენარეთა ნაყოფიერებისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ამგვარად, თაფლი მხოლოდ ფასეული საკვები პროდუქტი არაა. ის ეკოსისტემის სრულყოფილი ასახვაა, რომელიც ზუსტად გათვლილ და ჰარმონიულად განაწილებულ შრომას ეფუძნება.

***

რატომ მოჰყვება შიმშილობა დედამიწაზე ფუტკრის გაქრობას?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი უფრო საშიშია?

რატომ კვდება ფუტკარი ადამიანის დანესტვრის შემდეგ?

რა მოხდება, თუკი თაფლს ყოველდღიურად მიირთმევთ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული