იცით თუ არა

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრაზანა და ფუტკარი? - გაფრთხილება ტურისტებისთვის

fun time

17:42 პარ. 26 აპრილი, 2024 წელი

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

14
დაკოპირებულია

გაზაფხულზე, მცენარეების ყვავილობის დროს ბუნებაში პეპლებთან ერთად, ფუტკრები, კრაზანები და ბზიკებიც ჩნდებიან.  ბევრ ადამიანს ნესტრიანი სიფრიფანფრთიანები ისე აშინებს, რომ დანახვისთანავე კლავს. თუ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, გაითვალისწინეთ, რომ გერმანიაში მოგზაურობისას ზემოთ ჩამოთვლილი მწერების მოკვლა ძვირად დაგიჯდებათ. საქმე ისაა, რომ გერმანიაში ბუნებას ძალიან უფრთხილდებიან და მისი დაცვისთვის საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა შექმნეს.  

ბუნების მიმართ გერმანელების დამოკიდებულება ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ამ ქვეყანაში აკრძალულია სახელდახელო ნაგავსაყრელების მოწყობა, ბრაკონიერობა, ხეების ჭრა და მწერების ხოცვა, რაზედაც უზარმაზარი ჯარიმებია დაწესებული.

მაგალითად, ერთი ფუტკრის, კრაზანას ან ბზიკის მოკვლისთვის 50-დან 5000 ევრომდე (ტერიტორიის მიხედვით) დაჯარიმდებით და ცდებით, თუ ეს ხუმრობა გგონიათ.

სულ ახლახან, გერმანიის კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანეს, რომლის თანახმად, ფუტკარი, ბზიკი და კრაზანა გადაშენების პირას მყოფი მწერების სახეობებში შედიან. შესაბამისად, მათი მოკვლა მკაცრად ისჯება. მნიშვნელობა არა აქვს, რომ გერმანიაში, დაახლოებით, 600 სახეობის კრაზანა ბინადრობს, რომელთაგან გადაშენების პირას მყოფი მხოლოდ რამდენიმე სახეობაა.

კანონმდებლებმა თავის დაზღვევა არჩიეს, რადგან საეჭვოა, კრაზანის მოკვლის წინ ადამიანმა კატალოგში დააზუსტოს მისი სახეობა. კანონმდებლობა ნამდვილად ეფექტიანია, რადგან გერმანელებს მწერის მოკვლას მისგან დამალვა ურჩევნიათ.

პოლიცია როგორ გაიგებს?

თუ სახლში ხართ და ვერავინ გხედავთ, მწერის მოკვლისთვის პასუხს ვერავინ მოგთხოვთ, მაგრამ თუ პლაჟზე დასვენების დროს, ჩაცივებულ საზამთროსთან მოზუზუნე მწერს გაუსწორდით, შეიძლება რომელიმე დამსვენებელმა სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდოს. ზოგადად, გერმანელებს ნებისმიერ საეჭვო ან უხერხულ საკითხზე პოლიციის გამოძახება უყვართ. ამ შემთხვევაში, ჯარიმას ნამდვილად ვერ გადაურჩებით.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ მოჰყვება შიმშილობა დედამიწაზე ფუტკრის გაქრობას?

რატომ კვდება ფუტკარი ადამიანის დანესტვრის შემდეგ?

რატომ „უყვარხარ“ კოღოს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი