იცით თუ არა

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა თევზი დაასახელეს

fun time

13:10 სამ. 19 აგვისტო, 2025 წელი

ცისარტყელა კალმახი

14
დაკოპირებულია

ჩეხმა მეცნიერებმა თევზის სხვადასხვა სახეობა შეადარეს და გაარკვიეს, რომ ბაზარზე არსებულ ზღვის პროდუქტებს შორის ცისარტყელა კალმახი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა. 

ცისარტყელა კალმახი (Oncorhynchus mykiss) მტკნარი და ცივი წყლის მოყვარული თევზია. ის კრისტალურად სუფთა წყალში ბინადრობს და ტოქსიკურ ნივთიერებებთან შეხება არ აქვს.

ცისარტყელა კალმახი ორი წლის ასაკამდე ძალიან ჰგავს მდინარის კალმახს, თუმცა მისგან განსხვავებით, წითელი წინწკლები არ აქვს. ზრდასრული თევზის ზომა ბუნებაში 2-3 კგ-ია, მაქსიმალური სიგრძე 120 სმ, მაქსიმალური წონა 24 კგ. და მაქსიმალური ასაკი 11 წელი.

კომერციული ჯიშების გარდა, ცნობილია ცისარტყელა კალმახის რამდენიმე დეკორატიული ფორმა: ალბინოსი, ყვითელი, წინწკლებიანი თეთრი და ცისფერი. ისინი, ძირითადად, ხელოვნურად გაშენებულ პოპულაციებში გვხვდებიან და გარემო პირობების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან. ცისარტყელა კალმახის დეკორატიულ სახეობებს ბუნებრივ პირობებში გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ.

ცისარტყელა კალმახი ბუნებრივ პირობებში, განსაკუთრებით აქტიურია მოღრუბლულ წვიმიან ამინდებში. მას მზის მკაფიო განათება არ უყვარს და ძირითადად, დაჩრდილულ ადგილებს ეტანება. თევზის ამ სახეობას დახურულ სივრცეში, ასევე, მოყინული ზედაპირის მქონე წყლებში ბინადრობა არ შეუძლია.

თევზის სასარგებლო თვისებები

ცისარტყელა კალმახის ძალიან სასარგებლოა. 100 გრამი უმი თევზი 20 გრამ ცილას, უამრავ მაგნიუმს, რკინას, კალიუმს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და მხოლოდ 4.1 გრამ ცხიმს შეიცავს. ყველა ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის განვითარებასა და ჯანმრთელობის განმტკიცებაში.

შეწვის ნაცვლად, უმჯობესია თევზის გამოცხობა. ასე მის დახვეწილ გემოს, ასევე კვებით თვისებებს მაქსიმალურად შეინარჩუნებთ.

ცისარტყელა კალმახის მთავარი მწარმოებლები არიან: ევროკავშირი, ჩილე, ნორვეგია, თურქეთი და ირანი. 2014 წლის ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრის მონაცემების მიხედვით, კალმახის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია: ნორვეგია, შვედეთი, დანია, იტალია და ესპანეთი, მთავარი იმპორტიორები კი — რუსეთი, ბელარუსი, ფინეთი და პოლონეთი.

ცისარტყელა კალმახი საქართველოში

ცისარტყელა კალმახი საქართველოში 1936-1940 წლებში შემოიყვანეს მოსაშენებლად. პირველად ეს სახეობა შავწყალას საკალმახე მეურნეობაში მოაშენეს, საიდანაც თბილისის, ტყიბულის, კუმისის, შაორის წყალსაცავებში და რუისის საკალმახე მეურნეობებში გადაიყვანეს.

დღესდღეობით ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ "ცისარტყელა კალმახი" იწარმოება. თევზის წარმოების მოცულობით ლიდერობენ კახეთი, შიდა ქართლი და გურია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები