იცით თუ არა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცისარტყელა, შვიდის ნაცვლად, მილიონობით ფერისგან შედგება

fun time

18:52 პარ. 26 სექტემბერი, 2025 წელი

ცისარტყელას ფერები

14
დაკოპირებულია

ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ, რომ ცისარტყელა შვიდი ძირითადი ფერისგან შედგება და ეს ფერებია: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი, თუმცა, სინამდვილეში, ეს სია უფრო მითია, ვიდრე მეცნიერული ფაქტი. როგორც გარკვა, ცისარტყელა  მილიონობით ელფერს შეიცავს, რომელთაგანაც ბევრი ადამიანის თვალისთვის უხილავია.

ცისარტყელა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მოვლენაა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა მზის სხივები ჰაერში გაფანტულ წვიმის უმცირეს წვეთებს ეჯახება. ამ დროს მზის სინათლე გარდატეხას, დისპერსიასა და არეკვლას განიცდის. როდესაც მზის სხივი წყლის წვეთს გაივლის, ის მიმართულებას იცვლის, შემდეგ კი იფანტება და შემადგენელ ფერებად იშლება. ბოლოს სინათლე წვეთის შიდა ზედაპირიდან ირეკლება და ისევ გარეთ გამოდის, ქმნის რა უწყვეტ სინათლის ტალღათა შერწყმას, რომელსაც ცისარტყელად აღვიქვამთ.

ცისარტყელას შვიდი ფერისგან შემდგარი, ტრადიციული მოდელი გენიალური ინგლისელი მეცნიერის, ისააკ ნიუტონის სახელს უკავშირდება. ნიუტონმა, რომელიც სინათლის ბუნებას სწავლობდა, რიცხვი შვიდი ნაწილობრივ ფილოსოფიური და ნაწილობრივ მუსიკალური მოსაზრების საფუძველზე აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოდელი იმ ეპოქისთვის რევოლუციური აღმოჩნდა და საგანმანათლებლო და თვალსაზრისით დღემდე სასარგებლოა, ის ბუნების ამ სასწაულის ბუნებას მაინც ზედმეტად ამარტივებს.

სინამდვილეში, ცისარტყელას ათასობით ელფერი და ფერთა შორის გარდასვლები აქვს. ეს გადასვლები იმდენად ნაზია, რომ იმის დადგენა, სად მთავრდება ერთი ფერი და იწყება მეორე, თითქმის შეუძლებელია.

ჩვენი თვალი მხოლოდ შეზღუდულ სპექტრს აღიქვამს, ამიტომ ცისარტყელას ფერთა მხოლოდ მცირე ნაწილს ვხედავთ.

ასე რომ, როცა მომავალში ცისარტყელას დაინახავთ, გაიხსენეთ — ეს არა შვიდი, არამედ მილიონობით ფერის საოცარი ნაზავია, რომელიც ბუნების უსასრულო სილამაზესა და სირთულეს კიდევ ერთხელ გვახსენებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში