იცით თუ არა

კოღოს საწინააღმდეგო ხალხური მეთოდები

fun time

12:00 პარ. 2 ივლისი, 2021 წელი

კოღოს საწინააღმდეგო
ხალხური საშუალებები

14
დაკოპირებულია

თუ მწერებთან ბრძოლის ქიმიურ საშუალებებს კარგად გამოცდილი, ხალხური მეთოდები გირჩევნიათ, ჩვენი რჩევები თქვენთვის ზედგამოჭრილია.

იცით თუ არა, რომ

ა) მხოლოდ დედალი კოღო იკბინება და ამასთანავე, სისხლის თხევადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ადამიანის ორგანიზმში უშვებს ანტიკოაგულარულ ნივთიერებას, რომელიც სიწითლეს, ქავილსა და ზოგჯერ ალერგიულ რეაქციას იწვევს.

ბ) კოღოებს თბილ და ნესტიან ადგილებში უყვართ ყოფნა, მაგრამ, როცა ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსს სცილდება, პაწაწინა ვამპირები დიდი რაოდენობით სითხეს კარგავენ და ნაკლებად აგრესიულები ხდებიან.

გ) კოღოები განსაკუთრებით ეტანებიან ბავშვებს (თხელი კანის გამო) და გაოფლიანებულ ადამიანებს.

დ) ერიდებიან მზის სხივებს და განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან წვიმის წინ და მზის ჩასვლის შემდეგ.

როგორ დავიცვათ კოღოს ნაკბენისგან?

კოღოების შემოტევის შემაკავებელ ნატურალურ და ეფექტურ საშუალებებად მიიჩნევა:

ლიმონის, ლავანდის, პიტნის, მიხაკ-დარიჩინისა და ევკალიპტის ზეთები.

კედრის ხის ზეთი, რომელიც არა მხოლოდ კოღოებთან, არამედ ბუზებისა და ტარაკნების წინააღმდეგ ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.

👉ამ მცენარეების ზეთი შეგიძლიათ სურნელის გამავრცელებელ სპეციალურ ლამპებში დაამატოთ. დაიმუშაოთ სხეულის ღია ადგილები. რამდენიმე წვეთი დააწვეთოთ ღია ცეცხლზე ან გახურებულ ტაფაზე. ეფექტურია, ამ ზეთებით ფანჯრის ჩარჩოს დამუშავებაც.

ასევე, მწერებს აფრთხობს

ვალერიანის, რეჰანის, ანისულისა და ევკალიპტის სუნი.

ღვიის, ფიჭვის ან ნაძვის გირჩები და ქაფურის სპირტი.

გამხმარი გვირილას კონები, რომლებიც ოთახში უნდა დააწყოთ.

ეფექტურია ფენოლმჟავა - ცოტაოდენ ფენოლმჟავას ღამით, ლოგინის გარშემო თუ მოაპკურებთ და ძალიან სუსტი ხსნარით ხელებს გაიწმენდთ, მწერები აღარ შეგაწუხებენ.

ეფექტურია მიხაკის ხსნარი - 5 გრამ მიხაკს დაასხით 1 ჭიქა წყალი და 15 წუთი ადუღეთ. ამ ნაყენის 10 წვეთი ნებისმიერ ოდეკოლონში შეურიეთ და კოღოების შემოსევის დროს სხეულის ღია ნაწილები გაიწმინდეთ.

კოღოს ნაკბენის წამალი:

კოღოებისგან დაკბენილ ადგილებზე ხახვის, ალოეს, ოხრახუშის ან მრავალძარღვას წვენის წასმა შეწითლებულ ადგილებს დააცხრობს.

***

ასევე, საინტერესოა 👇

რატომ „უყვარხარ“ კოღოს?

რატომ არ შეუძლია კოღოს შიდსის ვირუსის გადატანა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული