სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ არ შეუძლია კოღოს შიდსის ვირუსის გადატანა?

fun time

18:00 შაბ. 2 ოქტომბერი, 2021 წელი

კოღო და შიდსის ვირუსი

14
დაკოპირებულია

შიდსი დღემდე კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ მიიჩნევა. მსოფლიოში შიდსის ვირუსით 20 მილიონამდე ადამიანია დაავადებული, თუმცა ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა, კოღოს შიდსის ვირუსის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადატანა რომ შეეძლოს.

ამ ინფექციურ დაავადებას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას. ამის შემდეგ ინფიცირებული ადამიანი ადვილად ავადდება სხვადასხვა ინფექციებით ან სიმსივნით, რაც, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით მთავრდება.

ცნობილია შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა:

  1. სქესობრივი კონტაქტი - ვაგინალური, ანალური და ორალური;
  2. სისხლით - ინფიცირებული სისხლის გადასხმა, ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის ან სხვასამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება;
  3. ინფიცირებული დედიდან ახალშობილზე გადაცემა მუცლად ყოფნის ან ძუძუთი კვების დროს.

დღეისთვის მსოფლიოში შიდსის ვირუსით დაავადებული 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით დიდი იქნებოდა, კოღოს შიდსის ვირუსის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადატანა რომ შეეძლოს.

საქმე ის გახლავთ, რომ დაავადების გამომწვევ ვირუსს მწერის სხეულში არსებობისთვის განსაკუთრებული მექანიზმი სჭირდება, რომელიც ევოლუციის პროცესში იქმნება. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს კი ასეთი მექანიზმი არ გააჩნია, ამიტომ კოღოს სხეულში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში კვდება.

ამასთანავე, კოღოს ერთი ადამიანის სხეულიდან ამოღებული სისხლი მეორე ადამიანის სხეულში არასოდეს შეჰყავს, ხოლო მის ხორთუმზე დარჩენილი სისხლი ინფიცირებისთვის საკმარისი არ არის.
კოღოს გარე საფარზე კი აივ ინფექცია იმაზე სწრაფად კვდება, ვიდრე კოღოს სხეულში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა

არომათერაპია - რა გავლენას ახდენს ჯ...

Aromatherapy

კონსერვები ზამთრისთვის - ზიანი და ს...

კონსერვები ზამთარში

საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძა...

სისხლძარღვების გაწმენდა
კვებით

ნესვის სარგებლობა

ნესვის სარგებლობა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთ...

საზამთროთი მოწამვლა
როგორ ავირიდოთ