როგორ ებრძვის როზმარინი დაღლილობას, მიკრობებსა და კოღოებს
16:11
ეს უბრალოდ კარტოფილის სანელებელი არ არის. როზმარინი შეიცავს მცენარეულ ნაერთებს, როგორიცაა ა-პინენი, ბორნეოლი, ბ-პინენი, ქაფორი, ბორნილის აცეტატი, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ამ ერთი შეხედვით უბრალო მცენარეს, სხვაც უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, რომლებზეც ქვემოთ გიამბობთ.
რაში გამოიყენება როზმარინი?
ჰაერის გამწმენდია
როზმარინის ეთერზეთები (მაგალითად, ცინეოლი და კამფორა) ცნობილია ანტისეპტიკური თვისებებით. ისინი აქტიურად ებრძვიან ობს, მიკრობებსა და უსიამოვნო სუნს.
უფრო სუფთა სახლი გსურთ? მოათავსეთ როზმარინის კონა ნაგვის ურნასთან ახლოს და შედეგი გაგაოცებთ.
მაღაზიაში ნაყიდი აეროზოლებისგან განსხვავებით, როზმარინი უსაფრთხოა მგრძნობიარე ადამიანებისთვისაც კი. ის ბუნებრივი, ნაზი, ეკოლოგიურად სუფთაა და რაც მთავარია, ეფექტიანად მოქმედებს.
ალერგენებისგან იცავს
იცოდით, რომ როზმარინს უარყოფითი იონების წარმოქმნა შეუძლია? ის აუვნებელებს მავნე ნაწილაკებს და ოთახის ჰაერის ხარისხს აუმჯობესებენ. ბინებში ხშირად ტოქსინების უფრო მაღალი შემადგენლობაა, ვიდრე გარეთ.
მეხსიერების გამაძლიერებელი სურნელი აქვს
როზმარინი არა მარტო ჰაერს ასუფთავებს, ის ტვინს ენერგიით მუხტავს! ერთ-ერთი კვლევის თანახმად, როზმარინის სურნელს მეხსიერების 15%-ით გაძლიერება შეუძლია. დადეთ რამდენიმე ტოტი სამუშაო სივრცესთან ახლოს და დააკვირდით, როგორ უმჯობესდება ყურადღების კონცენტრაცია და მცირდება შფოთვა.
მწერების საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალებაა
ეს მცენარე მწერებს არ მოსწონთ. დადგენილია, რომ როზმარინს შეუძლია მწერების 70% ბუნებრივად, უსაფრთხოდ და ქიმიკატების სუნის გარეშე მოიგერიოს. დადეთ როზმარინის კონა ფანჯარასთან და კართან ახლოს და შემაწუხებელი სტუმრები დაივიწყეთ.

როზმარინი მკურნალი
- როზმარინი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამცირებს შებერილობას და გულძმარვას.
- იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან.
- ხელს უწყობს ანთების შემცირებას ორგანიზმში.
- აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას და კონცენტრაციას.
- აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს არტერიულ წნევას.
- გამოიყენება კუნთების ტკივილის, თავის ტკივილის და ართრიტის დროს.
- როზმარინის ზეთს იყენებენ ნაღვლის ბუშტის, ნაწლავების, ღვიძლის, თირკმელებისა და გულის დაავადების დროს.
***
ანწლი და მისი ჯადოსნური სამკურნალო თვისებები
მარცვლეული, რომელიც თითქმის ყველაფრის სამკურნალოდ გამოიყენება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან