სილამაზე/ჯანმრთელობა

ნიგოზი დიეტის დროს

fun time

15:35 ხუთ. 22 იანვარი

ნიგოზი დიეტის დროს

14
დაკოპირებულია

ნიგოზი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ცხიმის შემცველობისა და მაღალი კალორიულობის გამო წონის მატებას იწვევს. მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს, რომ ზომიერი რაოდენობით ნიგვზის მიღება არა მარტო არ ასუქებს, პირიქით - სიმსუქნისაგან გვიცავს.

ნიგოზი სასარგებლო პროდუქტია დიეტის დროს, მაგრამ ზომიერად - დღეში, დაახლოებით, 3-5 ცალი უნდა მიიღოთ. ის ძალიან მაღალკალორიული, (100 გრ-ზე დაახლოებით 650 კკალ) მაგრამ ცილებით, ბოჭკოებით და ჯანსაღი ცხიმებით (ომეგა-3) მდიდარი პროდუქტია, რომელიც დაგეხმარებათ, რომ აკონტროლოთ მადა, სწრაფად იგრძნოთ დანაყრება და ტკბილეულისადმი ლტოლვა შეამციროთ.

რატომ უნდა მიირთვათ ნიგოზი დიეტის დროს?

ნიგოზში შემავალი ბოჭკო, ცილა და ცხიმი სწრაფად ანაყრებს, რაც შიმშილს ამცირებს.

მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და სხეულის ცხიმს ამცირებს.

ამცირებს მარტივი ნახშირწყლებისკენ (ტკბილეული, ცომეული) ლტოლვას.

სასარგებლო ნივთიერებების წყაროა: მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით (E, A, C, K) და მინერალებით (მანგანუმი, მაგნიუმი).

კარგია გულის, ტვინისა და ნაწლავებისთვის, თუმცა უმჯობესია, არ მოხალოთ - თერმული დამუშავება ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას ანადგურებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნიგოზს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის (LDL) დონის შემცირება შეუძლია, შესაბამისად, გულის შეტევის რისკს ამცირებს.

ნიგოზი უზმოზე


უზმოზე ნიგვზის ჭამა სასარგებლოა ტვინისა და გულისთვის, აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს, თუმცა, უმჯობესია ის რბილ საკვებთან (ფაფა, ხაჭო) ან წყალთან ერთად მიირთვათ, რადგან უხეში საკვებია და უზმოზე მისი მიღება შეიძლება ყველასთვის სასარგებლო არ იყოს.

უზმოზე ნიგვზის მიღების სარგებელი:

  • ნიგოზი მდიდარია ომეგა-3-ით, ის აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციას და კოგნიტიურ ფუნქციას.
  • ნიგოზი ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს და ინარჩუნებს სისხლძარღვების ელასტიკურობას.
  • აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს.
  • უზრუნველყოფს ხანგრძლივ ენერგიას.
  • ნიგვზის უზმოზე მიღება თაფლთან, ფაფასთან, ხაჭოსთან, იოგურტთან ან ხილთან ერთად აძლიერებს სასარგებლო ეფექტს.

ნიგვზის უკუჩვენება

ნიგვზის ხშირი მიღება არასასურველია მათთვის, ვისაც აქვს სისხლის შედედების პრობლემები, კუჭ-ნაწლავის ან პანკრეასის დაავადებები ან ფსორიაზი.

***

როგორ მოვამზადოთ ნიგვზის რძე?

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებები

ხილი დიეტის დროს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა

ტომატპასტა კაცის ჯანმრთელობისთვის!

ტომატპასტა მამაკაცის
ჯანმრთელობისთვის

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი...

სიჩუმეში ყოფნა
ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი