სილამაზე/ჯანმრთელობა

ხილი დიეტის დროს

fun time

16:16 შაბ. 3 მაისი, 2025 წელი

ხილი დიეტის დროს

14
დაკოპირებულია

ზედმეტი კილოგრამების დაკლების პროცესში დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ტკბილეული ხილით ჩავანაცვლოთ, მაგრამ ზოგი ხილის მიღებისგან თავი შევიკავოთ. 

 

არადიეტური ხილი

ეს ხილი დიეტის დროს ჯობია, გამორიცხოთ რაციონიდან:

ყურძენი

ყურძნის წვენი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ხოლო დიეტის დროს შაქრის მიღება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყურძნის ჭამას უნდა მოვერიდოთ, მისი კანია. ყურძნის ქერქი საჭმლის მონელებას აფერხებს, რამაც შეიძლება მუცლის ტკივილი და შებერილობა გამოიწვიოს.

ხურმა

ხურმა მდიდარია კალიუმით, კალცით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, თუმცა ბევრ ნახშირწყალსაც შეიცავს. მისი ჭამა, განსაკუთრებით ღამის საათებში, ცხიმების წვის შენელებას და წონის მატებას იწვევს.

ბანანი

ბანანები შაქრისა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობით ცნობილია.

უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მწიფეა ბანანი, მით მეტ შაქარს შეიცავს, ამიტომ მისი ჭამა მხოლოდ დილაობით ან ვარჯიშის შემდეგ შეიძლება.

დიეტური ხილი

საბედნიეროდ, ისეთი ხილიც არსებობს, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს არ ზრდის და წონაში დაკლებისთვის შესანიშნავია.

მაგალითად:

ვაშლი

ვაშლი შედარებით დაბალკალორიულია, ხოლო ბოჭკოვანი გარსი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას.

მსხალი

მსხალი ბევრ ბოჭკოს შეიცავს და აბალანსებს შაქრის დონეს.

ატამი

ატმის სასარგებლო თვისებები ალბათ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ გარდა ამისა ეს ხილი დაბალკალორიულია და შეიცავს ბევრ წყალს, რაც შიმშილის განცდას ამცირებს.

გრეიფრუტი

გრეიფრუტი ცნობილია ცხიმების წვის პროცესის დაჩქარებით და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებით. ეს ხილი დიეტებში განსაკუთრებით პოპულარულია.

ნესვი და საზამთრო

საზამთრო და ნესვი დაახლოებით 90% წყალია, რაც მათ ძალიან დაბალკალორიულ ხილად აქცევს. ასევე მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს შიმშილის შემცირებას.

კივი

კივი შეიცავს უამრავ ბოჭკოს, C ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს, რაც ეხმარება წონის კონტროლს და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.

ჟოლო და მაყვალი

მათში ძალიან დიდი რაოდენობით არის ბევრი ბოჭკო და ცოტაა შაქარი.

მარწყვი

მარწყვი დაბალკალორიულია, ანტიოქსიდანტებით მდიდარია და შაქარი ცოტა აქვს.

კომში

კომში დაბალკალორიული, დიეტური ხილია, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ბოჭკო, რაც იცავს ნაწლავის ლორწოვან გარსს.

გირჩევთ, ხილი უმად ჭამოთ და არ გადააჭარბოთ რაოდენობას.

ესეც დაგაინტერესებთ:

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

კომშის სასარგებლო თვისებები

კივის კანი - რატომ უნდა მიირთვათ კივი გაუფცქვნელად

რას შეიცავს საზამთრო?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო...

გადატვირთული სამუშაო
გრაფიკი

რა მოხდება, თუ მარილის მიღებაზე უარ...

რა მოხდება, თუ მარილის
მიღებაზე უარს იტყვით?

რომელი ხიზილალაა უფრო სასარგებლო?

ხიზილალას სასარგებლო
თვისებები

მანგოსტინი - მსოფლიოში ყველაზე გემრ...

მანგოსტინი - მსოფლიოში
ყველაზე გემრიელი ხილი

ფეხშიშველი სიარული - რატომ გახდა მო...

ფეხშიშველი სიარული

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილე...

ჩხირებით ჭამა

ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რ...

ზღვის მარილი კურნავს?

ნიგოზი დიეტის დროს

ნიგოზი დიეტის დროს

მარტივი ჩვევა, რომელიც სიცოცხლეს ახ...

მარტივი ჩვევა, რომელიც
სიცოცხლეს ახანგრძლივებს