სილამაზე/ჯანმრთელობა

კომშის სასარგებლო თვისებები

fun time

16:48 კვი. 24 ნოემბერი, 2024 წელი

კომშის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

კომში უნიკალური ხილია, რომელსაც უამრავი სასარგებლო და სამკურნალო თვისება აქვს.  ამ თვისებების წყალობით კომში კულინარიასა და ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. 

ხილის სამშობლოა კავკასია და შუა აზიაა, თუმცა დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ხარობს.

კომშის ნაყოფს მომჟავო და ოდნავ მწკლარტე გემო და მყარი სტრუქტურა აქვს, ამიტომ ბევრს მისი უმად ჭამა უჭირს. თერმული დამუშავების შემდეგ ხილი რბილდება და პექტინს გამოყოფს, რაც ხილს ჟელესმაგვარ კონსისტენციას აძლევს.

განუმეორებელი გემოსა და არომატის გამო ხმელთაშუა კომში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში სიყვარულის ქალღმერთ ვენერას სიმბოლოდ ითვლებოდა.

კომში მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებით. მხოლოდ ერთი ცალი ნაყოფი სპილენძისა და რკინის დღიურ, C ვიტამინის კი დღიური დოზის მეოთხედს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, კომში შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, პექტინებს, ანტიოქსიდანტებს, ფენოლებს და ბოჭკოს.

100 გრ. კომში მხოლოდ 30-50 კკალ, ამიტომ ხილი შესაფერისია მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს.

რას უხდება კომში?

ვიტამინებისა და მიკროელემენტების მაღალი შემცველობის გამო ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს გულზე დატვირთვას და აწესრიგებს არტერიულ წნევას. კომშის რეგულარული მიღება ამცირებს ინსულტის, ინფარქტის, გულისა და სისხლძარღვების სხვა დაავადებების განვითარების რისკს.

კომში დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მას შეუძლია შეამციროს სტრესისა და დაღლილობის დონე და გაზარდოს ენერგია. დაბალი გლიკემიური ინდექსის დამსახურებით, კომში აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, რაც დიაბეტით დაავადებულთათვის სასარგებლოა. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შემავალ ფენოლებს აქვთ ანტივირუსული და ანტიოქსიდანტური თვისებები და იცავენ ორგანიზმს ინფექციებისგან.

კომში მამაკაცებისთვის

იმის გათვალისწინებით, რომ კომშს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე სასარგებლო გავლენა აქვს, მისი დამატება სასურველია ფიზიკურ შრომასა და სპორტში ჩართული მამაკაცების მენიუში. კომშის ანტიკანცეროგენული მოქმედება პროსტატის ჯირკვალში ანთებითი პროცესების ალბათობას ამცირებს. ის ასევე ცნობილი აფროდიზიაკია.

კომში ქალებისთვის

B ვიტამინის გამო, კომში ორსულებისთვის სასარგებლო ხილია, ფოლიუმის მჟავა (B9) კი ნაყოფში თანდაყოლილი პათოლოგიების განვითარების რისკს ამცირებს. ბოჭკოვანი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს გულძმარვას და გულისრევას ორსულობის დროს, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ კომშის შარდმდენი მოქმედება აქვს, ამიტომ ექიმები დღეში არაუმეტეს ერთი ხილის ჭამას გვირჩევენ.

კომში ბავშვებისთვის

ბავშვებს, რომლებიც ხშირად ხდებიან გრიპით ავად, კომში ვიტამინების დეფიციტის შევსებაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად, სამ წლამდე ასაკის ბავშვებს კომში მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ.

ესეც საინტერესოა:

კომშის 6 თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

კომშის ჯემი ზამთრისთვის - არომატული და სასარგებლო



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შემწვარი კარტოფილი იმაზე ჯანსაღი და...

როგორ შევწვათ კარტოფილი

ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯან...

დილის ყავა გულის
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

როგორ მოქმედებს ხელსაქმე და ლოცვა ტ...

როგორ მოქმედებს ხელსაქმე
და ლოცვა ტვინის
ჯანმრთელობაზე

შავი ნიორი - რატომ არის ის სიცოცხლი...

შავი ნივრის სასარგებლო
თვისებები

ინტერვალური შიმშილის ყველაზე შედეგი...

ინტერვალური შიმშილის
ყველაზე შედეგიანი რეჟიმი

ბებიების რეცეპტები თუ საზიანო მითებ...

ბებიების რეცეპტები თუ
მითები

რატომ უნდა დალიოთ კაკაო ყოველ დილას...

რატომ უნდა დალიოთ კაკაო
ყოველ დილას

სუფრასთან ჭამა ყველით დაიწყეთ - რჩე...

ნაბახუსევიდან გამოსვლა

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა