დესერტი

კომშის ჯემი ზამთრისთვის - არომატული და სასარგებლო

fun time

12:00 სამ. 19 ოქტომბერი, 2021 წელი

კომშის ჯემის რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ზამთარი კარს მოგვადგა და დროა, საქმეს შევუდგეთ.

საჭირო პროდუტი:

  • გასუფთავებული კომში - 1 კგ.
  • შაქარი - 350 გრ.
  • ლიმონმჟავა - 1/4 ჩაის კოვზი,
  • წყალი - 500 მლ.
  • მომზადების დრო - 2 საათი.


მოქმედება 1:

კარგად გარეცხილი კომში თხლად გაფცქვენით, შუაზე გაჭერით და კურკები ამოაცალეთ.
ამის შემდეგ, თხლად დაჭრილი კომში ქვაბში მოათავსეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ ბოლომდე დაიფაროს.
ქვაბი დადგით ცეცხლზე და თვალყური ადევნეთ. დაახლოებით, 40-45 წუთში, როცა კომში დარბილდება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.

მოქმედება 2:

ქვაბიდან ზედმეტი წყალი გადმოღვარეთ და დარბილებული კომში პიურეს საჭყლეტით ან ხელის ბლენდერით კარგად დასრისეთ.
მოაყარეთ შაქარი და ლიმონმჟავა და კარგად აურიეთ.
კომშის პიურე დაბალ ცეცხლზე დადგით.
დაახლოებით, ნახევარ საათში, როცა კარგად გასქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით, ცხელ-ცხელი ჩაასხით წინასწარ გარეცხილ და გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.

შენიშვნა:

კომშის ნაფცქვენი და კურკები არავითარ შემთხვევაში არ გადაყაროთ. გააშრეთ და შეინახეთ.
გახსოვდეთ, კომშის კანის და კურკების ნახარში უებარი წამალია - ჩვეულებრივი კომპოტივით მოხარშეთ, ოდნავ დაატკბეთ და ხველების დროს დალიეთ.

🔰:

კომშის სასარგებლო თვისებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა