ნამცხვარი „ატამი“ — ბავშვობის გემო
16:27
ნამცხვარი „ატამი“ უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის კარგად ცნობილი, ლამაზი და გემრიელი დესერტია. ის ორცხობილას ორნაწილიანი ბურთულებისგან შედგება, რომლებიც შუაში მოხარშული შესქელებული რძით არის შევსებული, გარედან კი ბუნებრივი წვენებით გაფერადებული.
ჩვენი რეცეპტი დაგეხმარებათ ფუმფულა და გემრიელი „ატმების“ მომზადებაში, რომლებიც როგორც როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს მოეწონებათ.
პროდუქტი 10 ცალი ატმისთვის
ცომისთვის:
- გაცრილი ფქვილი - 500 გრ.
- შაქარი - 180 გრ.
- კვერცხი - 2 ცალი,
- რბილი კარაქი - 60 გრ.
- არაჟანი (20%) - 1.5 სუფრის კოვზი
- გამაფხვიერებელი - 1 ჩაის კოვზი
- ლიმონმჟავა - მწიკვი
- ვანილის შაქარი - გემოვნებით.
ნამცხვრის გაფორმებისთვის:
- მოხარშული შედედებული რძე.
- ჭარხლის და სტაფილოს წვენი (შეგიძლიათ წითელი და ყვითელი საკონდიტრო საღებავით ჩაანაცვლოთ),
- ცოტაოდენი შაქარი და ახალი პიტნა.
მომზადების წესი:
ათქვიფეთ 2 კვერცხი 180 გრ. შაქართან და ვანილის შაქართან ერთად, სანამ მსუბუქ და ფუმფულა მასას არ მიიღებთ. შაქარი მთლიანად უნდა გაიხსნას!
დაუმატეთ 60 გრ დარბილებული კარაქი, 1.5 სუფრის კოვზი არაჟანი და ცოტაოდენი ლიმონმჟავა და კარგად აურიეთ.
გაცერით 500 გრ ფქვილი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი და კვერცხიან მასას დაუმატეთ. მოზილეთ რბილი, ელასტიკური ცომი, შეახვიეთ პოლიეთილენის პარკში და მაცივარში 30 წუთი დატოვეთ. ეს ცომს უფრო დამყოლს გახდის
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და 4 ნაწილად გაყავით. თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ და 5 თანაბარ ნაწილად - სულ 20 ნაწილად დაჭერით.
თითოეული ნაჭრისგან გააკეთეთ ბურთი, შემდეგ შუაზე ფრთხილად გაჭერით. ნახევრები გაჭრილი მხარით ქვემოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე მოათავსეთ.
ნამცხვარი წინასწარ გახურებულ ღუმელში 160-170°C-ზე 15-25 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ და გააგრილეთ.
ნამცხვრის „აწყობა“
აიღეთ „ატმის“ ერთი ნახევარი, დაიდეთ ხელის გულზე და გული ფრთხილად ამოჭერით. ნამცეცები არ გადაყაროთ.
ამოჭრილი გულები ხელით დაფშვენით და მოხარშულ შესქელებულ რძეს შეურიეთ. ამ კრემით „ატმების“ ამოჭრილი გულები შეავსეთ და შეაერთეთ. ახლა უკვე მრგვალი „ატამი“ გაქვთ! დარჩა მხოლოდ გაფერადება.
„ატმები“ 15-20 წუთით მაცივარში შედგით გასამაგრებლად.
ამის შემდეგ აიღეთ ნასვრეტებიანი კოვზი. მოათავსეთ მასზე ნამცხვარი და ერთი მხარე ჭარხლის წვენში ჩაუშვით, მეორე - სტაფილოს წვენში. იმუშავეთ სწრაფად, რომ ნამცხვარი არ დალბეს!
ფერადი „ატმები“ შაქარში ამოავლეთ, ლანგარზე დაალაგეთ და ახალი პიტნის ფოთლებით მორთეთ.

გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან