პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეცეპტი
16:21
წარმოიდგინეთ, რომ საღდგომოდ ლამაზი, ფუმფულა და სურნელოვანი პასკა გამოაცხეთ, მაგრამ პასკის მინანქარი მთლიანად დაბზარულია და დაჭრისას იშლება კიდეც. გთავაზობთ 3 მინანქრის რეცეპტს, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ პრობლემას, რომელსაც გამოცდილი დიასახლისებიც კი ეჯახებიან.
ზეფირის მინანქარი

- მარშმელოუ (ზეფირი) — 100 გრ.
- შაქრის პუდრა — 100-150 გრ.
- ლიმონის წვენი — 1 ჩ/კ.
- წყალი — 1 ს/კ.
მომზადების წესი:
ზეფირი პატარა ნაჭრებად დაჭერით, ჯამში მოათავსეთ, წყალი დაამატეთ და წყლის აბაზანაზე დაადგით.
როგორც კი გამდნარი ზეფირი ერთგვაროვანი მასა გახდება, ცეცხლიდან გადმოდგით, ლიმონის წვენი დაასხით და აურიეთ.
გამდნარ ზეფირს ნელ-ნელა შაქრის პუდრა დაამატეთ და მიქსერით საშუალო სიჩქარეზე, შესქელებამდე ათქვიფეთ.
თბილი მინანქარი პასქას მაშინვე წაუსვით, რადგან სწრაფად გამაგრდება.
ცილის მინანქარი

- შაქრის პუდრა - 150 გრ.
- ცილა - 1 კვერცხის
- ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ.
მომზადების წესი:
ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოათავსეთ ჯამში და მიქსერით ათქვიფეთ, სანამ სქელი, ფუმფულა მასა არ გახდება და მაშინვე წაუსვით პასქას.
ეს მინანქარი მართლაც ლამაზი და მბზინავი გამოდის.
შოკოლადის მინანქარი

შავი შოკოლადი (50-70%-იანი) — 100 გრ.
- ზეთი —1 სუფრის კოვზი,
- შაქრის პუდრა — 2 სუფრის კოვზი,
- რძე — 1 სუფრის კოვზი.
მომზადების წესი
შოკოლადი ნაჭრებად დაამტვრიეთ და პატარა ჯამში გაადნეთ. შმდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ზეთი და კარგად აურიეთ. დაამატეთ რძე და შაქრის პუდრა და კვლავ აურიეთ.
მინანქარი ოდნავ გააგრილეთ და პასქებზე წაუსვით.
ამ რეცეპტით მომზადებული შოკოლადის მინანქარი პრიალაა, კარგად მაგრდება, დაჭრისას არ იბზარება და ლამაზად ბზინავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან