დესერტი

„ნამცეცა ტორტი“ - დესერტი ცხობის გარეშე

fun time

19:20 კვი. 26 ივლისი

„ნამცეცა ტორტი“ - დესერტი
ცხობის გარეშე

14
დაკოპირებულია

თუ რაიმე ტკბილეული მოგენატრათ, მაგრამ ცხელ ღუმელთან ტრიალი გეზარებათ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა — უგემრიელესი ტორტი ცხობის გარეშე. არც ნამცხვრის ფენების გაბრტყელება დაგჭირდებათ, არც ღუმლის ჩართვა და არც ორცხობილები. ამასთან, ისეთი მარტივი დესერტია, დამწყები დიასახლისიც გაუმკლავდება.

საჭირო პროდუქტი:

  • ფქვილი - 250 გრ.
  • კარაქი - 200 გრ.
  • შაქარი - 70 გრ.
  • არაჟანი - 500 გრ.
  • კვერცხი - 2 ცალი,
  • შაქარი - 150 გრ.
  • სახამებელი - 2 სუფრის კოვზი,
  • ვანილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

გაცრილი ფქვილი ჩაყარეთ ღრმა ჯამში და შაქარი დაუმატეთ. გამოიღეთ კარაქი საყინულიდან, ფქვილისა და შაქრის ნარევში ამოავლეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ფქვილის, შაქრისა და გახეხილი კარაქის ნარევი ხელით კარგად ასრისეთ.

გაახურეთ ტაფა. მომზადებული ნარევიდან ცხელ ტაფაზე ჯერ 2-3 სუფრის კოვზი დაყარეთ და ოქროსფერ შეფერილობამდე მოხალეთ, თან მუდმივად ურიეთ, რომ ნამცეცები არ დაიწვას. მთელი ფქვილოვანი მასა ასე ნაწილ-ნაწილ მოხალეთ.

ახლა უკვე არაჟნის კრემის მომზადება დაიწყეთ: პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, სიმინდის სახამებელი, ვანილი, კვერცხი და არაჟანი. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ, დაბალ ცეცხლზე დადგით და მუდმივი მორევით ადუღეთ, სანამ არ შესქელდება.

როგორც კი კრემი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით, ჯერ კიდევ ცხელს დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და კარგად აურიეთ. კრემი მზადაა.

დაიწყეთ საკონდიტრო ფორმაში ტორტის აწყობა (ჩემი ფორმის დიამეტრი 16 სმ-ია):

ფორმის ძირზე მოათავსეთ პოლიეთილენის ფირი, მოაყარეთ მოხალული და გაგრილებული ნამცეცები და კოვზის დახმარებით გაასწორეთ.

ნამცეცებს კოვზით ფრთხილად გადაუსვით 3-4 სუფრის კოვზი კრემი;

შემდეგ ფენად ისევ ნამცეცები მოაყარეთ;

შემდეგ ისევ კრემი და ასე გააგრძელეთ, სანამ ნამცეცებიც და კრემიც არ დასრულდება.

ბოლო ფენა ნამცეცების უნდა იყოს.

ტორტს პოლიეთილენის ფირი გადააკარით და მაცივარში 5-6 საათით შედგით.

ამის შემდეგ, ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ და რგოლი მოხსენით.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნამცხვარი „ატამი“ — ბავშვობის გემო

ნამცხვარი ატამი

ბლინის ტორტი - გემრიელი და სწრაფი დ...

ბლინის ტორტი

მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელი...

მოჩის მომზადება

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი