დესერტი

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მცენარეული ზეთით ჩავანაცვლებთ?

ხათუნა გოგიშვილი

13:09

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

14
დაკოპირებულია

კარაქის მცენარეული ზეთით ჩანაცვლება უბრალოდ ერთი ცხიმის მეორით შეცვლა არ არის. ეს მშენებლობის დროს აგურების ბუმბულის ბალიშებით შეცვლას ჰგავს. მოდი გავარკვიოთ, როდის შეიძლება ასეთმა ჩანაცვლებამ გაამართლოს და როდის არა.

ტექსტურა


კარაქი
ცომს სინაზესა და ჰაეროვნებას მატებს:

როდესაც ოთახის ტემპერატურის კარაქს თქვეფთ ათასობით პაწაწინა საჰაერო „ჯიბეები“ იქმნება. ცხელ ღუმელში ეს „ჯიბეები“ საჰაერო ბურთებივით იბერება და ცომს მაღლა სწევს. თქვენი მონდომების შედეგი მსუბუქი, ჰაეროვანი და ფხვიერი ცომია. სწორედ ისეთი, როგორიც კლასიკურ კექსს სჭირდება.
კარაქით მომზადებული ნამცხვარი პირველ დღეს იდეალურია, მაგრამ შემდეგ სწრაფად შრება და მაგრდება.

მცენარეული ზეთი სინოტივეს ინარჩუნებს:

ზეთი თხევადია, ამიტომ ჰაერის შეკავება არ შეუძლია. სამაგიეროდ, ფქვილის თითოეულ ნაწილაკს გარს ეკვრის და საშუალებას არ აძლევს, რომ გამოშრეს ან გაუხეშდეს. შედეგი წარმოუდგენლად ნაზი, ძალიან ნოტიო ცომია, რომელიც „ენის წვერზე დნება“, თუმცა უფრო მკვრივი და ნაკლებად ჰაეროვანია.
ზეთით მომზადებული ნამცხვარი რამდენიმე დღის განმავლობაში რბილი და ნოტიო რჩება.

გემო

კარაქი ნამცხვარს ინტენსიურ გემოს აძლევს, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.

ზეთს (მზესუმზირას, სიმინდის) გემო და სუნი თითქმის არ აქვს, ამიტომ სხვა ინგრედიენტებს აძლევს საშუალებას (შოკოლადი, ხილი, სუნელები), მთელი მშვენიერებით გაიბრწყინონ.


კარაქის ზეთით ჩანაცვლება შეიძლება:

მაფინებსა და კექსებში, ბისკვიტებში და ბრაუნში.

არ შეიძლება:

ფხვიერი ცომის ნამცხვრებში, კრუასანებში, ფენოვან ცომსა და ტორტის კრემში.

ჩანაცვლების მთავარი წესი

დაიმახსოვრეთ! მცენარეული ზეთი ყოველთვის ნაკლებია საჭირო, ვიდრე კარაქი. ფორმულა ასეთია:

1 ჭიქა კარაქი = ¾ ჭიქა მცენარეული ზეთი ან 100 გრ კარაქი = 85 გრ ზეთი.

ასე რომ, კარაქის ზეთით ჩანაცვლება შეცდომა კი არა, სასარგებლო ხერხია. გამოიყენეთ ის გონივრულად, რათა ზუსტად ისეთი დესერტი მიიღოთ, როგორიც გსურდათ.

***

შოკოლადის მაფინები ზეთზე - უგემრიელესი სამარხვო დესერტი

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორტი

ნამცხვარი ნიგვზით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?