დესერტი

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორტი

fun time

19:03 შაბ. 30 მარტი, 2024 წელი

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

14
დაკოპირებულია

Crazy Cake ამერიკული ტორტია, რომელიც სურსათის დეფიციტის დროს გამოიგონეს. ის კვერცხისა და რძის პროდუქტების გარეშე, ფაქტობრივად არაფრისგან მზადდება და იდეალური დესერტია მარხვის დროს. 

საჭირო პროდუქტი:

  • წყალი - 240 გრ.
  • ფქვილი - 210 გრ.
  • ზეთი 75 გრ.
  • კაკაო - 35 გრ.
  • შაქარი - 180გრ.
  • ვანილი
  • მარილი - მწიკვი
  • გამაფხვიერებელი - 10 გრ.
  • საცხობი ფორმა - 21 სმ.

შოკოლადის მინანქარი:

  • კაკაო - 3 ს/კ.
  • შაქრის პუდრი - 3 ს/კ.
  • სახამებელი - 1 ს/კ.
  • ცივი წყალი - 3 ს/კ.

მომზადების წესი:

1. გაცრილი ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი ერთმანეთს შეურიეთ. დაამატეთ მარილი, შაქარი და ვანილის შაქარი.

2. მშრალ, ფქვილოვან მასას დაამატეთ წყალი და მცენარეული ზეთი, აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღეთ.

3. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში.

4. მინანქრის მოსამზადებლად კაკაო, შაქრის პუდრა და სახამებელი ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. ურიეთ განუწყვეტლივ, ადუღებამდე მიიყვანეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

5. ცხელი მინანქარი გაციებულ ტორტს მოასხით (შეგიძლიათ, ქოქოსის ფანტელებით გააფორმოთ).

გემრიელად მიირთვით!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი