დესერტი

ტორტი ბუდაპეშტი - მონარქების არჩევანი

fun time

16:20

ტორტი ბუდაპეშტი -
მონარქების არჩევანი

14
დაკოპირებულია

ტორტი „ბუდაპეშტი“ მსოფლიოში ცნობილი უნგრული დესერტია, რომელიც კონდიტერმა იოჟეფ დობოშმა 1885 წელს, ბუდაპეშტში შექმნა. დესერტი პირველად 1885 წელს, ბუდაპეშტის ეროვნულ გამოფენაზე წარადგინეს, სადაც მისი პირველი დამგემოვნებლები ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოზეფ I და დედოფალი ელისაბედი იყვნენ.

პროდუქტი 20 სმ დიამეტრის ტორტის ფენებისთვის:

  • 300 გ ფქვილი
  • 100 გ შაქარი ან შაქრის პუდრა
  • 80 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 70 გ არაჟანი
  • მწიკვი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (5 გ)
  • მწიკვი ვანილი
  • მწიკვი მარილი.

პროდუქტი კრემისთვის:

  • 500 მლ რძე
  • 100 გ შაქარი
  • 50 გრ. სიმინდის სახამებელი
  • 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
  • 50 გ რძიანი შოკოლადი
  • 1 სუფრის კოვზი კონიაკი
  • 50 გ კარაქი.

ინგრედიენტები მინანქრისთვის:

  • 70 გრ რძიანი შოკოლადი
  • 50 გრ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი რძე.

მომზადების წესი:

ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში აურიეთ. არაჟანს სოდა დაუმატეთ და აურიეთ. დარბილებული კარაქი შაქრის პუდრასთან, მარილთან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ. ცალკე ჯამში კვერცხი კარგად ათქვიფეთ, არაჟანი დაუმატეთ და ისევ ათქვიფეთ. ბოლოს, კვერცხიან მასას ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ძალიან რბილ, ოდნავ წებოვან ცომს მიიღებთ.

ცომი 5 ნაწილად გაყავით და მაცივარში 30-40 წუთით შედგით.

მაცივრიდან გამოღების შემდეგ ცომის თითოეული გუნდა ფქვილმოყრილ საცხობ ქაღალდზე, დაახლოებით, 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.

ცომისგან 20 სმ დიამეტრის წრე გამოჭერით, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და 180°C-ზე გახურებულ ღუმელში, 8-10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. ნამცხვრის დარჩენილი ფენებიც იმავე წესით გამოაცხვეთ. მრგვლად გამოჭრის დროს მორჩენილი ცომი ცალკე გამოაცხვეთ და დაფშვენით.

ქვაბში აურიეთ კაკაო, სახამებელი და შაქარი. თანდათან დაამატეთ ცივი რძე და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ქვაბი ცეცხლზე შემოდგით და ენერგიული მორევით შესქელებამდე ადუღეთ.

კრემი ცეცხლიდან გადმოდგით და ცხელ-ცხელში შოკოლადი, კარაქი და კონიაკი შეურიეთ.

სანამ კრემი ჯერ კიდევ ცხელია, ტორტის აწყება დაიწყეთ. 2-3 სუფრის კოვზი კრემი ცალკე გადაინახეთ, დარჩენილი კრემი კი ტორტის ოთხ ფენაზე გადაანაწილეთ.

მინანქრისთვის ჯამში მოათავსეთ შოკოლადი, კარაქი და რძე და შეუჩერებელი მორევით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გააცხელეთ. მიღებული მინანქარი ტორტის ზედა ფენას დაასხით და ნაფშვენებით გააფორმეთ.

მზა ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით, რომ გემოები კარგად გაუჯდეს.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

არაჟნის ტორტი ტაფაზე — მარტივი და გ...

არაჟნის ტორტი ტაფაზე

„ნამცეცა ტორტი“ - დესერტი ცხობის გა...

„ნამცეცა ტორტი“ - დესერტი
ცხობის გარეშე

ნამცხვარი „ატამი“ — ბავშვობის გემო

ნამცხვარი ატამი

ბლინის ტორტი - გემრიელი და სწრაფი დ...

ბლინის ტორტი

მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელი...

მოჩის მომზადება

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი