პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალიური გემო!
16:40 ხუთ. 21 მაისი
ამ იტალიური დესერტის მოყვარულები მარწყვის სეზონს ყოველთვის მოუთმენლად ელიან, რათა საკუთარი თავს და საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი გემო აჩუქონ. პანაკოტას რეცეპტი, რომელსაც გთავაზობთ, იმდენად მარტივია, რომ დამწყები მზარეული კი გაუმკლავდება.
საჭირო პროდუქტი:
- 10% -იანი ნაღები — 500 მლ.
- მარწყვი — 300-400 გრ.
- ჟელატინი — 15 გრამი (8 გრამი ნაღებისთვის, 7 გრამი მარწყვისთვის)
- შაქარი — 120 გრამი (60 გრამი ნაღების ნაღებისთვის, 60 გრამი მარწყვისთვის)
- ცივი წყალი — 4 სუფრის კოვზი (2 ს/კ ნაღებისთვის, 2 ს/კ მარწყვისთვის)
- ვანილის შაქარი — 1 შეკვრა.
მომზადების წესი:
8 გრამი ჟელატინი ჩაყარეთ ორ სუფრის კოვზ ცივ წყალში და 5-10 წუთი გააჩერეთ.
სანამ ჟელატინი აფუვდება, ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაამატეთ 60 გრამი შაქარი და ვანილის შაქარი და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ ნაღები ცეცხლზე დაადგით და გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ.
გაფუებული ჟელატინი ნაღებში ჩაუშვით და კარგად მოურიეთ, რომ კორკოშელები არ წარმოიქმნას.
ნაღები პატარა ჯამებში ან ჭიქებში ჩაასხით და, დაახლოებით, 4 საათი დატოვეთ. პროცესის დასაჩქარებლად, შეგიძლიათ ჯამები მაცივარში შეალაგოთ.
მარწყვი ქვაბში მოათავსეთ, დაამატეთ 60 გრამი შაქარი და დააბლენდერეთ. სასურველია, რომ ამის შემდეგ მარწყვი საწურში გაატაროთ.
7 გრამი ჟელატინი ორ სუფრის კოვზ წყალში დაალბეთ და 5-10 წუთი გააჩერეთ. გახეხილი მარწყვი გააცხელეთ (მაგრამ არ აადუღოთ), დაამატეთ დამბალი ჟელატინი და კარგად მოურიეთ. გახეხილი მარწყვი გააგრილეთ და ნაღებიან ჭიქებში ჩაასხით.
ასეთი იტალიური დესერტი 116 კკალ შეიცავს. სტუმრებთან მიტანის წინ შეგიძლიათ, მარწყვისა და პიტნის ფოთლებით მორთოთ.
გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან