ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი
14:55 ხუთ. 9 აპრილი
უგემრიელესი ხაჭოს პასქის მომზადებას სჭირდება ხაჭო მინიმუმ 9% ცხიმიანობით, ნაღები 33-35% ცხიმიანობით, კარაქი, შაქარი ან შაქრის პუდრა, დაშაქრული ხილი და ქიშმიში. პასქისთვის მშრალი ხაჭო, ოთახის ტემპერატურის კარაქი და ცივი ნაღები დაგჭირდებათ, რომ კარგად ათქვიფოს. კარაქი კი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
საჭირო პროდუქტი:
- ხაჭო - 500 გრ.
- ნაღები - 170 გრ.
- კარაქი - 90 გრ.
- შაქრის პუდრა - 60 გრ.
- დაშაქრული ხილი (ცუკატები) - 40 გრ.
- ქიშმიში - 40 გრ.
მომზადების წესი:
თუ ხაჭო მშრალია, გაწურვა აღარ დაგჭირდებათ და შეგიძლიათ პირდაპირ თუშფალანგში გაატაროთ - ეს ხაჭოს უფრო ნაზს და ჰაეროვანს გახდის.
თუ შაქრის პუდრის ნაცვლად შაქარს იყენებთ, მაშინ ნაღებს დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ, სანამ ნაღები მოცულობაში არ გაორმაგდება.
თუ შაქრის პუდრს იყენებთ, რბილ კარაქს შეურიეთ და ერთგვაროვანი, ელასტიკური მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
დამუშავებული ხაჭო და ათქვეფილი ნაღები ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ კარაქი და ისევ კარგად აურიეთ. საბოლოოდ, სქელ და ჰაეროვან მასას მიიღებთ. ხაჭოს ნარევს დაშაქრული ხილი და ქიშმიში დაუმატეთ.
პასქის ფორმაში ჩააფინეთ დასველებული და კარგად გაწურული დოლბანდი და ზედ ხაჭოს ნარევი მოათავსეთ. კარგად დატკეპნეთ, თავზე თეფში და რაიმე სიმძიმე დაადგით და მთელი ღამით მაცივარში შედგით.
მეორე დღეს პასქის ფორმა მაცივრიდან გამოიღეთ და ფორმა მოხსენით.
პასქა თქვენი სურვილის მიხედვით, შოკოლადით ან დაშაქრული ხილით გააფორმეთ და გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან