მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელიც იაპონიაში გამოგზაურებთ
16:14 ოთხ. 3 ივნისი
გიყვართ ტკბილეული და იაპონური სამზარეულო? მაშინ თქვენთვის პოპულარული იაპონური დესერტის, მოჩის რეცეპტი გვაქვს - გამოცდილი და გემრიელი.
მოჩის სახელი იაპონური სიტყვიდან „motsu“ მომდინარეობს, რაც „ღეჭვას“ ან „კბეჩას“ ნიშნავს.
ეს საოცარი დესერტისთვის წებოვანი ბრინჯის ფქვილი დაგჭირდებათ, რომელსაც განუმეორებელი გემო აქვს.
მოჩის მომზადებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ბრინჯის ცომის სწორი სისქეა — ის რბილი და ელასტიკური უნდა იყოს, რათა ბურთულები ადვილად შეიკრას. ასევე მნიშვნელოვანია დესერტის სწორად გაფორმება, რათა ფორმის, აგებულების და გემოს ჰარმონიული მთლიანობა შეიქმნას.
პროდუქტი 3 ულუფისთვის
ცომი:
- წებოვანი ბრინჯის ფქვილი – 55 გრ
- შაქრის პუდრი – 15 გრ
- მცენარეული ზეთი – 10 გრ
- წყალი – 90 გრ
- სიმინდის სახამებელი (სამუშაო ზედაპირისთვის)
- საკონდიტრო საღებავი
შიგთავსი:
- მასკარპონე – 125 გრ
- შესქელებული რძე – 25 გრ
- მარწყვი – 2-3 ცალი
მომზადების წესი:
ცომი
პატარა ჯამში ჩაყარეთ წებოვანი ბრინჯის ფქვილი და შაქრის პუდრა. გაითვალისწინეთ, ფქვილი აუცილებლად წებოვანი ბრინჯის უნდა იყოს (Sticky/Glutinous rice flour), რადგან ჩვეულებრივი ბრინჯის ფქვილისგან მომზადებული დესერტი ნაზი და წელვადი არ გამოვა, არადა, მოჩი სწორედ ამ თვისებების გამო უყვართ.
ფქვილის ნაზავს დაუმატეთ საკონდიტრო საღებავი, წყალი და ზეთი და კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომის არაჟნის სისქის უნდა იყოს.
ცომიან ჭურჭელს საკვები ფირი მჭიდროდ გადააკარით, დანით რამდენიმე ნასვრეტი გაუკეთეთ და მიკროტალღურ ღუმელში 2-2.5 წუთით შედგით. მთავარია, მასა ერთგვაროვანი გახდეს.
თუ მიკროტალღური ღუმელი არ გაქვთ: შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად გაცხელებული ტაფა გამოიყენოთ, მაგრამ აუცილებლად მიკრობის საწინააღმდეგო ზედაპირი უნდა ჰქონდეს. დაასხით მოჩის მასა ტაფაზე და ნიჩბით შეუჩერებელი მორევით მოხარშეთ, სანამ ნახევრად გამჭვირვალე, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მზა ცომი გადმოიღეთ სამუშაო ზედაპირზე, რომელზედაც სიმინდის სახამებელია მოყრილი და ფირი გადააფარეთ.
ცომს კარგად გაციება აცადეთ, შემდეგ მრგვალ ფორმებად დაჭერით და თითოეული გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და მოჩი შეკარით.



მოჩის შიგთავსი:
მასკარპონე და შესქელებული რძე ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მარწყვი მოჩის შეკვრის პროცესში დაუმატეთ.
გემრიელად მიირთვით!
***
პროდუქტები, რომლებსაც იაპონიასა და ჩინეთში არ ჭამენ, ჩვენ კი ყოველდღიურ რაციონში გვაქვს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან