სილამაზე/ჯანმრთელობა

პროდუქტები, რომლებსაც იაპონიასა და ჩინეთში არ ჭამენ, ჩვენ კი ყოველდღიურ რაციონში გვაქვს

fun time

18:00 შაბ. 16 სექტემბერი, 2023 წელი

იაპონური და ჩინური კვების
ტრადიციები

14
დაკოპირებულია

იაპონელები და ჩინელები ახლოს არ ეკარებიან რამდენიმე პროდუქტს:

 

ძროხის რძე

ევროპელებისგან განსხვავებით, აზიელები ძროხის ცხიმიანი რძის ნაცვლად მცენარეულ რძეს მოიხმარენ, მაგალითად, სოიოს, ქოქოსის, ბრინჯის, ნუშის და ა.შ.

მიზეზი მარტივია - ლაქტოზის აუტანლობა, რაც ამ ორ ერს საუკუნეების მანძილზე განუვითარდა. ამის მიზეზი კი, მეცნიერთა განმარტებით, კლიმატური პირობებია (თბილი კლიმატი ხელს უშლიდა მესაქონლეობის განვითარებას). მაგალითად, სკანდინავიელების მხოლოდ 5%-ს აწუხებს ლაქტოზას აუტანლობა, ცენტრალურ აზიაში, დაახლოებით, 80%-ს, აღმოსავლეთ აზიაში კი თითქმის 100%-ს!

პური

თითქოს, რა შეიძლება პურზე უფრო ჯანსაღი იყოს, მაგრამ ჩინელები და იაპონელები სათოფეზე არ ეკარებიან და ამის მიზეზი გლუტენია. იაპონელებმა და ჩინელებმა დიდი ხანია, რაც პური და სხვა ცომეული წიწიბურას მაკარონით (ლაფშით), ბრინჯით და სიმინდის ფქვილით ჩაანაცვლეს.

იქნებ აზიელების მოხდენილი ტანის საიდუმლო სწორედ ამაში იმალება?

ყველი

იაპონურ და ჩინურ სამზარეულოში თითქმის ვერ ნახავთ ყველს. აზიელებისთვის ყველის ალტერნატივას ცილებით მდიდარი სოიოს ყველი - ტოფუ წარმოადგენს.

ტოფუს ჯერ კიდევ ჩვ. წ.-მდე II ათასწლეულში ამზადებდნენ ჩინეთის იმპერიაში, საიდანაც მთელ აზიაში გავრცელდა და ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად იქცა.

***

21-ე საუკუნე და ახალი თაობა ნელ-ნელა ეჩვევა რძის პროდუქტებს - დაახლოებით, ბოლო 20 წელია დიეტოლოგები ურჩევენ იაპონელ და ჩინელ მოსახლეობას, დღეში 200-300 გრამი რძის პროდუქტის მიღებას და რძე და ყველიც გაჩნდა სუპერმარკეტების დახლებზე, თუმცა, შეძლებს თუ არა ეს მარკეტინგული გათვლები (მილიარდიანი ბაზრის ათვისება) აზიელთა გასტრონომიული ჩვევების შეცვლას, ჯერ ძნელი სათქმელია.

ესეც საინტერესოა:

7 პროდუქტი, რომელსაც არასწორ დროს ვჭამთ!

გულის მკვებავი პროდუქტები

ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტები

წყარო: www.thrillist.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი