სილამაზე/ჯანმრთელობა

საინტერესო ფაქტები წაბლის შესახებ

fun time

17:58 ორშ. 5 ოქტომბერი

წაბლის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

წაბლი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო თხილია, რომელსაც უმად იშვიათად ჭამენ. პარიზის, რომისა თუ სტამბოლის ქუჩებში ხშირად შეხვდებით შემწვარი წაბლის გამყიდველებს, რომლის სურნელი გამვლელებს შემოდგომას ახსენებს.

ბოტანიკური თვალსაზრისით წაბლი ნამდვილი თხილია, თუმცა, კულინარიული და კვებითი თვალსაზრისით, სხვა თხილეულისაგან (ნიგოზი, თხილი, ნუში) ძალიან განსხვავდება:

სხვა თხილებისგან განსხვავებით: წაბლი ცხიმს თითქმის არ შეიცავს. ის გემო გამომცხვარი კარტოფილის აქვს. სასარგებლოა საჭმლის მონელებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

მასში ბევრი სახამებელია, რის გამოც შემადგენლობით უფრო კარტოფილს ან მარცვლეულს ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ თხილს.

არსებობს წაბლის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია:

ევროპული (ჩვეულებრივი) წაბლი

იზრდება ევროპაში, საჭმელად ვარგისია. ხე იზრდება 30–35 მეტრამდე. გვხვდება სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიასა და კავკასიაში.

საქართველოში ძირითადად დასავლეთში — კოლხეთშია გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნაკლებად იზრდება.

ხარობს ზღვის დონიდან 300–1000 მეტრის სიმაღლეზე, ზომიერად თბილ და ნოტიო ჰავაზე.

ნაყოფი მდიდარია სახამებლით (დაახლოებით 60%-მდე), შაქრითა (15%-მდე) და ცილებით (6%-მდე).

მერქანი მაღალი ხარისხისაა და გამოიყენება ავეჯის წარმოებასა და მშენებლობაში. უსისტემო ჭრისა და არეალის შემცირების გამო, ევროპული წაბლი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.

იაპონური წაბლი

გავრცელებულია იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში, საჭმელად ვარგისია. იაპონური წაბლი მცირე რაოდენობით გვხვდება დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში.
გამოირჩევა დიდი ზომის ნაყოფით და სოკოვანი დაავადებების მიმართ მაღალი გამძლეობით. ხის მერქანი მყარი და გამძლეა, გამოიყენება მშენებლობასა და ავეჯის წარმოებაში.

ამერიკული წაბლი

ამერიკული წაბლი XX საუკუნის დასაწყისამდე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ტყეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობა იყო. მას ხშირად „სრულყოფილ ხეს“ უწოდებდნენ, რადგან გამოირჩეოდა ზომით (30 მეტრზე მეტი), უაღრესად გამძლე, ლპობისადმი მდგრადი მერქნით და უხვი, გემრიელი ნაყოფით. 1904 წელს აშშ-ში აზიიდან შემთხვევით შემოიტანეს პარაზიტული სოკო Cryphonectria parasitica. აზიურ წაბლს ამ სოკოს მიმართ იმუნიტეტი ჰქონდა, თუმცა ამერიკული წაბლი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. სულ რაღაც 40-50 წელიწადში სოკომ 3-დან 4 მილიარდამდე ხე გაანადგურა. დღეს სახეობა ითვლება „ფუნქციურად გადაშენებულად“. მიუხედავად იმისა, რომ მიწაში დარჩენილი ფესვებიდან ახალი ყლორტები დღესაც ამოდის, სოკო მათ გარკვეულ სიმაღლეზე გაზრდისთანავე კლავს, რის გამოც ხეები მომწიფებას და ნაყოფის მოცემას ვერ ასწრებენ.

ჩინური წაბლი — ათასწლეულების განმავლობაში იზრდება აღმოსავლეთ აზიაში (ძირითადად ჩინეთსა და კორეაში).

ეს სახეობა ცნობილია მისი მაღალი გამძლეობით წაბლის კიბოს მიმართ, რის გამოც მას ხშირად იყენებენ სელექციისა და დაზიანებული ამერიკული წაბლის პოპულაციების აღდგენისთვის.

გამოირჩევა დიდი, ტკბილი და გემრიელი ნაყოფით, რომელსაც აქტიურად იყენებენ კულინარიაში.

ცხენისწაბლა (Aesculus hippocastanum)

შხამიანი და საჭმელად უვარგისია. მისი მიღება იწვევს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, მუცლისა და თავის ტკივილს. არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ საჭმელი წაბლი ცხენისწაბლაში! ცხენისწაბლამ შესაძლოა სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს.

წაბლის სასარგებლო თვისებები

საჭმელად ვარგისი წაბლი ევროპის თბილ რეგიონებში ხარობს (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, ბულგარეთი), მცირე აზიაში (თურქეთი, ირანი, ავღანეთი), ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ ამერიკაში (ჩილე, არგენტინა).

შემწვარი წაბლი პოპულარული ქუჩის საჭმელია საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში. შესაბამისად, წაბლის მომზადების ყველაზე გავრცელებული წესი შეწვაა. თითოეულ ნაყოფს ჯვარედინად სერავენ, რომ შეწვისას არ გასკდეს. შემდეგ ტაფაზე აწყობენ და ნაკვერჩხალზე ან გახურებულ ქვიშაში წვავენ.

წაბლი ასევე შეგიძლიათ მოხარშოთ ან ღუმელში გამოაცხოთ (30–40 წუთი 200°C-ზე).

შეგიძლიათ წაბლი დაამატოთ წვნიანებში, რაგუში, დესერტებში ან მისგან ფქვილი მოამზადოთ. წაბლის პიურე კი ფრანგული სამზარეულოს კლასიკაა.

წაბლი მდიდარია სახამებლით (დაახლოებით 40–50%), ნახშირწყლებით (30–40%), უჯრედისით (5–10%) და ცილით (3–5%). მასში ძალიან ცოტა ცხიმია (1–3%), რის გამოც სხვა თხილებთან შედარებით ნაკლებკალორიულია (დაახლოებით 200 კკალ 100 გრამზე).

წაბლი სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის (უჯრედისი), გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის (კალიუმი, მაგნიუმი, B ჯგუფის ვიტამინები, ანტიოქსიდანტები), ძვლებისა და კბილებისთვის (ფოსფორი, კალციუმი).

წაბლის უკუჩვენებები

ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო, წაბლის დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდოთ ალერგიის, დიაბეტის, ჭარბწონიანობის, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტისა და კუჭის წყლულის დროს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე