სილამაზე/ჯანმრთელობა

გოგრის ზეთის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები

fun time

16:48 კვი. 1 ნოემბერი

გოგრის ზეთის სამკურნალო
თვისებები

14
დაკოპირებულია

გოგრის ზეთი გოგრის თესლისგან, ცივი დაწურვის მეთოდით მიიღება და სასარგებლო ნივთიერებების ბუნებრივ კომპლექსს წარმოადგენს. მცენარეული ზეთია, რომელსაც გოგრის თესლისგან იღებენ. ზეთის მისაღებად ყველაზე ხშირად შტირიული გოგრის ჯიშს (Cucurbita pepo var. styriaca) იყენებენ, რომელიც მდიდარი ფერითა და დამახასიათებელი გემოთი გამოირჩევა.

ზეთის მისაღებად გოგრის თესლს ჯერ აშრობენ, შემდეგ აქუცმაცებენ და ხალავენ. სწორედ მოხალვა ანიჭებს პროდუქტს მისთვის დამახასიათებელ გემოსა და სურნელს. ამის შემდეგ თესლს ცივი დაწურვის მეთოდით ხდიან, რათა მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები — ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

გოგრის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით (განსაკუთრებით E ვიტამინით) და ისეთი მინერალებით, როგორებიცაა თუთია და მაგნიუმი.

ეს ზეთი ცნობილია, როგორც მრავალი დაავადების პროფილაქტიკური საშუალება — მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების, ასევე ონკოლოგიური დაავადებების დროს. მას ახასიათებს ანტიბაქტერიული, პარაზიტების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებასა და აუმჯობესებს სპერმატოზოიდების ხარისხს. ხალხურ მედიცინაში მას მონელების გაუმჯობესების, იმუნიტეტის გაძლიერებისა და დაბერების პროცესების შეფერხების მიზნით იყენებენ.

გოგრის თესლისა და გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები

„ბედნიერების ჰორმონი“ — გოგრის თესლი მდიდარია ამინომჟავა ტრიპტოფანით. ორგანიზმში მოხვედრისას ის გარდაიქმნება სეროტონინად („ბედნიერების ჰორმონი“), რომელიც თავის მხრივ მელატონინად (ძილის ჰორმონად) იქცევა. ამიტომ მცირეოდენი გოგრის თესლის მიღება ძილის წინ დამშვიდებაში, სტრესის მოხსნასა და ხარისხიან ძილში დაგეხმარებათ.

მაგნიუმი — თითქმის ყველა ადამიანს ორგანიზმში მაგნიუმის გარკვეული დეფიციტი აქვს. გოგრის თესლი ამ მინერალის შემცველობის მიხედვით ერთ-ერთი ლიდერია. მაგნიუმი ორგანიზმის 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში მონაწილეობს — აწესრიგებს გულის რიტმს, აძლიერებს ძვლებს და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას.

დაბალი გლიკემიური ინდექსი: გოგრის თესლის გლიკემიური ინდექსი მხოლოდ 25-ია, რაც ნიშნავს, რომ სისხლში შაქრის მკვეთრ ნახტომებს არ იწვევს და იდეალური საკვებია დიაბეტით დაავადებულთათვის ან მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს.

ცილის წყარო: მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული პროდუქტია, გოგრის თესლი სრულყოფილ ცილას შეიცავს, რაც განსაკუთრებით ვეგეტარიანელებსა და სპორტსმენებს მოსწონთ.

აუმჯობესებს საშარდე სისტემის მუშაობას: გოგრის ზეთში შემავალი თუთია, სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთად, ორგანიზმს ანთებით პროცესებთან გამკლავებაში ეხმარება. ეს ამცირებს შარდის ბუშტის დისკომფორტს, რაც ხშირად წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) გადიდებით არის გამოწვეული.

სარგებელი ღვიძლისთვის: გოგრის ზეთი დიდი რაოდენობით ფოსფოლიპიდებს შეიცავს, რომლებიც ღვიძლის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. ამ ორგანოს ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს E ვიტამინიც, რომელიც უჯრედული მემბრანების მთლიანობის შენარჩუნებას ეხმარება.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტი: გოგრის ზეთი შეიცავს კურკუმინს, რომელსაც E ვიტამინთან ერთად, ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირება შეუძლია.

შაქრის დონის შემცირება: მეცნიერთა ვარაუდით, ეს პროდუქტი ზრდის პერიფერიული ქსოვილების უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, რაც გლუკოზის ათვისების პროცესს უფრო შედეგიანს ხდის. გარდა ამისა, მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავების წყალობით, გოგრის ზეთი ანელებს ნებისმიერი ნახშირწყლის შეწოვას და ამით თავიდან აგაცილებთ ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას.

გოგრის ზეთის შესაძლო მავნე თვისებები

სასარგებლო თვისებების მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევებში გოგრის თესლის ზეთმა შესაძლოა ორგანიზმს ზიანიც მიაყენოს:

ჭარბი რაოდენობით მიღებისას გოგრის ზეთმა შესაძლოა საკმაოდ ძლიერი საფაღარათო ეფექტი გამოვლინოს. ჭარბი გარეგანი გამოყენებისას კი მოსალოდნელია კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, სიწითლე და გამონაყარი.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ სასარგებლო ნივთიერებების გარდა, გოგრის თესლში მძიმე მეტალების მარილებიც გვხვდება. სპეციალისტები განსაკუთრებით ტყვიისა და კადმიუმის შედარებით მაღალ მაჩვენებლებს აღნიშნავენ, თუმცა ნედლეულში მათი შემცველობა, სანიტარიული სტანდარტებით კონტროლდება.

გოგრის ზეთის უკუჩვენებები

გოგრის ზეთის მიღება მკაცრად აკრძალულია მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტის, პანკრეატიტის, კოლიტისა და ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადებების მწვავე ფორმები, ასევე ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს.

გოგრის ზეთის გამოყენება

გოგრის ზეთს ფართოდ იყენებენ კულინარიაში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც შტირიული გოგრა მოჰყავთ (ავსტრია, სლოვენია და ხორვატია). მას უმატებენ სალათებს, წვნიანებს, ფაფებსა და სხვა კერძებს. ის შესანიშნავად ეთავსება ყველს, ბოსტნეულსა და ხორცის კერძებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წყლით ინტოქსიკაცია — რატომ არის საშ...

წყლით ინტოქსიკაცია

7 ნიშანი, რომელიც მიუთითებს ცილების...

ცილების ნაკლებობას
ორგანიზმში

რატომ გვირჩევენ მეცნიერები საკვების...

რატომ გვირჩევენ
მეცნიერები საკვების
გულდასმით ღეჭვას?

საინტერესო ფაქტები წაბლის შესახებ

წაბლის სასარგებლო
თვისებები

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო