სილამაზე/ჯანმრთელობა

7 ნიშანი, რომელიც მიუთითებს ცილების ნაკლებობაზე ორგანიზმში

fun time

14:24

ცილების ნაკლებობას
ორგანიზმში

14
დაკოპირებულია

ცილა ჩვენი ორგანიზმის მთავარი „საშენი მასალაა“, რომლის გარეშე არც ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი არ მიმდინარეობს.

ცილების ფუნქციები

შენება და აღდგენა — ჩვენი კუნთები, კანი, თმა, ფრჩხილები, ძვლები და შინაგანი ორგანოები ცილისგან შედგება. ის დაზიანებულ ქსოვილებს გამუდმებით აახლებს და აშუშებს.

იმუნიტეტი — ანტისხეულები, რომლებიც ვირუსებსა და ინფექციებს ებრძვიან, სწორედ ცილოვანი სტრუქტურისგან შედგება.

ჰორმონები და ენზიმები — ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლასა და ათასგვარ ქიმიურ რეაქციას (მათ შორის შაქრის დონის მოწესრიგებასა და საჭმლის მონელებას) ცილოვანი ფერმენტები და ჰორმონები მართავს.

ტრანსპორტირება — სისხლში ჟანგბადისა და სხვადასხვა საკვები ნივთიერების გადატანა უჯრედებამდე სწორედ ცილების (მაგალითად, ჰემოგლობინის) დამსახურებაა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ცილა არის საძირკველი, რომელზეც ჩვენი სხეულის ჯანმრთელობა და ენერგია დგას!

ცილის დღიური ნორმა კალორიების საერთო რაოდენობის 10%-ს მაინც უნდა შეადგენდეს. ეს არის მინიმუმი, რომელიც ორგანიზმს ნორმალური მუშაობისთვის სჭირდება. ამისთვის ცილით მდიდარი საკვები მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა პროდუქტიდან უნდა მივიღოთ. მაგალითად, საუზმეზე ერთი ქილა უცხიმო ბერძნული იოგურტი დაახლოებით, 20 გრამ ცილას შეიცავს. ქათმის უძვლო და უტყავო მკერდის ულუფა სადილად — დაახლოებით 25 გრამს, ხოლო შავი ლობიოს ულუფა ვახშმად — დაახლოებით 15 გრამს.

ცილის ნაკლებობისას ორგანიზმის მუშაობაში ხარვეზები ჩნდება. ცილის დეფიციტის ამოცნობა კი რამდენიმე ნიშნით არის შესაძლებელი, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ.

რას იწვევს ცილების ნაკლებობა

შეშუპება

იმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი, რომ საკმარის ცილას ვერ იღებთ, შეშუპებაა (მუცლის, ფეხების, ტერფებისა და მტევნების მიდამოში). თუმცა, გახსოვდეთ, რომ შეშუპება შეიძლება სხვა დარღვევებმაც გამოიწვიოს. ყოველი ასეთი სიმპტომის გაჩენისას აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

ხასიათის ცვლილება

ტვინი ნეირონებს შორის ინფორმაციის გადასაცემად ქიმიურ ნივთიერებებს — ნეიროგადამცემებს იყენებს. ბევრი მათგანი ამინომჟავებისგან შედგება, რომლებიც ცილის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია. შესაბამისად, მენიუში ცილის ნაკლებობა პირდაპირ ტვინის მუშაობაზე აისახება. მაგალითად, დოფამინისა და სეროტონინის დაბალი დონის დროს შესაძლოა თავი დათრგუნულად იგრძნოთ ან პირიქით, ზედმეტი აგრესიულობა გამოავლინოთ.

თმის, ფრჩხილებისა და კანის პრობლემები

თმა, ფრჩხილები და კანი ისეთი ცილებისგან შედგება, როგორებიცაა ელასტინი, კოლაგენი და კერატინი. როდესაც ორგანიზმს მათი ასაშენებელი მასალა არ აქვს, ფრჩხილები მყიფე, კანი კი მშრალი ხდება, თმა თხელდება და ცვივა. რა თქმა უნდა, კვება ცილის დეფიციტის ერთადერთი მიზეზი არ არის, თუმცა ამ პრობლემების წარმოშობისას პირველ რიგში, სწორედ მენიუს უნდა გადახედოთ.

სისუსტე და დაღლილობა

კვლევები აჩვენებს, რომ ცილის არასაკმარისად მიღებამ სულ რაღაც ერთ კვირაშიც კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კუნთებზე, რომლებიც ტანადობასა და მოძრაობაზე არიან პასუხისმგებელნი (განსაკუთრებით 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში). დროთა განმავლობაში ცილის დეფიციტი კუნთოვანი მასის დაკარგვას იწვევს, რაც ამცირებს ძალას, ართულებს წონასწორობის შენარჩუნებას და ანელებს ნივთიერებათა ცვლას. როდესაც უჯრედებს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება, ამან შეიძლება ანემია, მუდმივი დაღლილობა და სისუსტე გამოიწვიოს.

შიმშილის გრძნობა

ცილა ნახშირწყლებთან და ცხიმებთან ერთად კალორიების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. თუ გსურთ, დანაყრების შეგრძნება დიდხანს შეინარჩუნოთ, შესაძლოა მეტი ცილის მიღება დაგჭირდებათ. კვლევებმა აჩვენა, რომ ცილით მდიდარი პროდუქტების მიღება მთელი დღის განმავლობაში დანაყრების შეგრძნებას უზრუნველყოფს.

ჭრილობების ნელი შეხორცება

ცილის დაბალი შემცველობისას ნაკაწრები და ჭრილობები გაცილებით ნელა ხორცდება. იგივე ხდება დაჭიმულობის, დაჟეჟილობისა და ვარჯიშით გამოწვეული მიკროტრავმების დროსაც. ამით ორგანიზმი მიგვანიშნებს, რომ კოლაგენის ნაკლებობას განიცდის. კოლაგენი შემაერთებელ ქსოვილებსა და კანში გვხვდება; ის ასევე აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისა და ჭრილობების სწრაფი შეხორცებისთვის.

დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობა

სისხლში არსებული ამინომჟავები იმუნურ სისტემას ანტისხეულების გამომუშავებაში ეხმარება, რომლებიც ვირუსებს, ბაქტერიებსა და ტოქსინებს ებრძვიან. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ცილას შეუძლია ნაწლავში არსებული „კარგი ბაქტერიების“ დონე შეცვალოს, რომლებიც დაავადებებს ებრძვიან.

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ და ჯანსაღად იკვებებით, სავარაუდოდ, ყველაფერი წესრიგში გაქვთ, თუმცა, დატვირთული სავარჯიშო გრაფიკის დროს დაახლოებით ორჯერ მეტი ცილა გჭირდებათ, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ადამიანს. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ — კვებაში, ისევე როგორც სპორტში, ზომიერებაა საჭირო. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ცილის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა ჯანმრთელობას არანაკლები პრობლემები შეუქმნას, ვიდრე მისმა ნაკლებობამ.

***

ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც დიეტისას აუცილებელია

ტვინის მუშაობის გაუმჯობესება - 12 შეუცვლელი პროდუქტი!

რა დავლიოთ იმუნიტეტისთვის?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გვირჩევენ მეცნიერები საკვების...

რატომ გვირჩევენ
მეცნიერები საკვების
გულდასმით ღეჭვას?

საინტერესო ფაქტები წაბლის შესახებ

წაბლის სასარგებლო
თვისებები

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში