სილამაზე/ჯანმრთელობა

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენლობა და სარგებელი

fun time

16:04

გარგარის კურკის
თვისებები

14
დაკოპირებულია

გარგარის კურკას ადამიანები უძველესი დროიდან სამკურნალოდ გამოიყენებენ, თუმცა ბოლო წლებში მას სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა — აღმოჩნდა, რომ ის ნუტრიენტებით მდიდარი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია.

გარგარის კურკა კვებითი ღირებულებით ისეთ პოპულარულ თხილეულს არ ჩამოუვარდება, როგორიცაა ნუში, თხილი ან ქეშიუ. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასი და გამოყენების სიმარტივეა. გარგარის კურკისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ზეთი და ფქვილი, გამოიყენოთ ცომეულსა და დესერტებში, ხოლო მისი ნაყენი სამკურნალო თვისებებითაც კი გამოირჩევა.

განსაკუთრებით სასარგებლოა გარეული გარგარის კურკა. ის ანტიპარაზიტული ბუნებრივი საშუალებაა და შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებენ. გარგარის კურკა არის რკინის, კალიუმის და ფოსფორის კარგი წყარო....

მაგრამ ამ პროდუქტის მთავარი სამკურნალო ინგრედიენტია ამიგდალინი, იგივე "ვიტამინი B17", რომელიც გამოიყენება სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ოფიციალური მედიცინა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები (მაგალითად, FDA და EFSA) გვაფრთხილებენ, რომ ამიგდალინი ორგანიზმში დაშლის დროს წარმოქმნის ტოქსიკურ ციანიდს, ამიტომ, მისი დიდი რაოდენობით მიღება ძალიან სახიფათოა.

გარგარის კურკის შემადგენლობა

ცილები გარგარის კურკა 27%-მდე ცილას შეიცავს, მათ შორის შეუცვლელ ამინომჟავებს.

ცხიმები პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (მაგალითად, ოლეინის მჟავა).

ნახშირწყლებიშეიცავს მცირე რაოდენობით შაქარს, უჯრედისსა და სახამებელს.

ვიტამინები მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით (B1, B2, B3, B5, B9), E ვიტამინითა და β-კაროტინით.

მინერალები შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, თუთიას, სპილენძსა და მარგანეცს.

სხვა თხილეულთან შედარებით, გარგარის კურკაში განსაკუთრებით ბევრი რკინაა. გარდა ამისა, შეიცავს ციანიდურ გლიკოზიდებს, რასაც სხვა თხილეულში ვერ შეხვდებით.

ნუშთან შედარებით, გარგარის კურკას უფრო სქელი ნაჭუჭი აქვს, გამორჩეული თხილისებრი გემო და გაცილებით მისაღები ფასი. ხოლო კაკალთან შედარებით ნაკლებ ცხიმს და მეტ ცილას შეიცავს.

გარგარის კურკის სასარგებლო თვისებები

გარგრის კურკას ორგანიზმისთვის ბევრი სასარგებლო თვისება აქვს:

უჯრედისისა და ჯანსაღი ცხიმების წყალობით, ის კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აწესრიგებს, ცხიმები კი ორგანიზმს ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებაში ეხმარება. გარდა ამისა, კურკაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ნაღველმდენი ეფექტით ხასიათდება.

გარგარის კურკაში შემავალი ნივთიერებები ამცირებენ "ცუდ" ქოლესტერინს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებენ წნევას. კურკის შემადგენლობაში არსებული მაგნიუმი და კალიუმი ამაგრებს გულის კუნთს, ხოლო E ვიტამინი, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, სისხლძარღვებს იცავს.

თუთიისა და E ვიტამინის წყალობით, გარგარის კურკის რეგულარული მიღება იმუნიტეტს ამაღლებს. მდიდარი მინერალური შემადგენლობა ამაგრებს ძვლებს, ხოლო B ჯგუფის ვიტამინები უხდება კანის, ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობას.

შესაძლო ზიანი

გარგრის კურკების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ზიანი მოგიტანოთ, რადგან ის მცირე რაოდენობით ტოქსიკურ მჟავას შეიცავს. ეს ნივთიერება თერმული დამუშავებით (გახურებით), გაშრობით ან გაღვივებით ნეიტრალდება. გარგარის კურკის ჭამა არასასურველია გასტრიტის, წყლულისა და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი სხვა დაავადების დროს.

რამდენი გარგარის კურკის მიღებაა უსაფრთხო დღეში?

ამიგდალინისა და ციანიდის შემცველობის გამო, ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტო (EFSA) გვირჩევს:

მოზრდილი ადამიანისთვის უსაფრთხო რაოდენობა დღეში მაქსიმუმ 2–3 უმი კურკის გულია.

ბავშვებისთვის უმი კურკის მიცემა არასასურველია.

ცნობისათვის — მოხალვის, მოხარშვის ან გაშრობის დროს ეს ტოქსიკური ნივთიერება თითქმის მთლიანად იშლება, რის შემდეგაც კურკა ბევრად უსაფრთხო ხდება!

***

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფრო სასარგებლოა?

5 სახეობის ხილი, რომლის კურკა და წიპწები ნაყოფზე უფრო სასარგებლოა!

საზამთროს კურკების სასარგებლო თვისებები!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი