5 სახეობის ხილი, რომლის კურკა და წიპწები ნაყოფზე უფრო სასარგებლოა!
14:00 პარ. 9 ივლისი, 2021 წელი
იმისთვის, რომ ორგანიზმი იყოს ჯანმრთელი და იმუნიტეტი ძლიერი, გარეგნული იერი კი თვალს ახარებდეს, ადამიანმა უნდა მიიღოს აუცილებელი ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მინერალები, რომლებიც ამ ერთი შეხედვით უსარგებლო პროდუქტშიც საკმაო რაოდენობით გვხვდება.
გარგარის კურკა
გარგარის კურკა შეიცავს ამიგდალინის დიდ რაოდენობას, რომელიც დამანგრევლად მოქმედებს კიბოს უჯრედებზე. გარგარის კურკა, ასევე, სასარგებლოა ყივანახველის, ბრონქიტის და, ზოგადად, ხველის დროს.
❗ მიიღეთ დღეში მხოლოდ 2 კურკა, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან მათ შემადგენლობაში შედის ციანმჟავა, რომელიც დიდი ოდენობით მიღების შემთხვევაში ზიანის მომტანია.
ძახველის წიპწები
ძახველის წიპწებში ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვადასხვა ნივთიერება შედის: სხვადასხვა ეთერზეთები, ორგანული მჟავები, ვიტამინები, მთრიმლავი ნივთიერებები და პექტინი.
დღეში 10 ნაყოფის წიპწების მიღებისას ორგანიზმი თავისუფლდება შლაკებისგან, იწმინდება ნაწლავების მიკროფლორა. რაგულარულად მიღების შემთხვევაში აღარ შეგაწუხებთ დაღლილობა.
ატმის კურკა
ეფექტურად მოქმედებს საჭმლის მონელების სისტემასა და კუჭის ტკივილებზე, არეგულირებს ნაწლავის მოძრაობებს. ეფექტურია, ხველების წინააღმდეგაც. კუჭ-ნაწლავის პრობლემებისას: აიღეთ ატმის კურკა, კარგად დააქუცმაცეთ და ერთ კოვზ თაფლთან ერთად მიირთვით!
გარდა ამისა, მასში შემავალი ვიტამინი В17 „დაპროგრამებულია“ სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლაზე. უბრალოდ, არ გადაამეტოთ - დღეში დასაშვებია, მაქსიმუმ, ორი კურკის მიღება.
ყურძნის წიპწები
მათ შემადგენლობაშია ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და დაბერების პროცესის შეფერხება შეუძლია. ასევე, შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა 45 წლის ზემოთ ასაკის ქალებისთვის. თუმცა ყურძნის წიპწების დაღეჭვასა და ჭამაზე მეტი ეფექტი აქვს ნაყენს. ნაყენის მიღება რეკომენდებულია: გულის იშემიური დაავადების, სისხლძარღვთა პათოლოგიების, თვალის დაავადებების, იმუნიტეტის დაქვეითების დროს.
ბროწეულის წიპწები
ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში მიიჩნევდნენ, რომ ბროწეულის წიპწები, არეული შაქართან ერთად, მამაკაცური სიძლიერის გარანტია. ჩვენ კი დავსძენთ, რომ ქალებმა მენსტრუაციული ტკივილისა და სისხლდენის დროს ბროწეული წიპწებით უნდა მიირთვათ. ნახავთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ მდგომარეობა. გარდა ამისა, ამაღლებს ჰემოგლობინს და ათხელებს სისხლს, რაც თავიდან აგაცილებთ თრომბის წარმოქმნის საშიშროებას.
ესეც საინტერესოა🔰:
მწვანე ვაშლი - 10 სასარგებლო თვისება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან