სილამაზე/ჯანმრთელობა

მწვანე ვაშლი - 10 სასარგებლო თვისება

fun time

19:48 სამ. 15 ივნისი, 2021 წელი

მწვანე ვაშლი - სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

მწვანე ვაშლი, თავისი წითელი მოძმეებისაგან განსხვავებით, გაცილებით ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მის შემადგენლობაშია: B და C ჯგუფის ვიტამინები; მიკროელემენტები. ერთი მწვანე ვაშლის კურკები იოდის დღე-ღამურ ნორმას შეიცავს. აქვე გვხვდება ვიტამინი B17, რომელიც კიბოს უჯრედებს ებრძვის.

🍏 შეიცავს საკვებ ბოჭკოებს

მწვანე ვაშლი დიეტურ ბოჭკოებს შეიცავს, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

🍏 ამცირებს კიბოსა და დიაბეტით დაავადების რისკს

მწვანე ვაშლი ამცირებს სქელი და სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკს. მისი შემცველი ნივთიერებები შეიწოვს ჭარბ ნაღველს და ეხმარება ორგანიზმს შაქრის რაოდენობის რეგულირებაში.

🍏 ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობას

ვაშლი შეიცავს პექტინს, რომელიც ორგანიზმიდან ჭარბ ქოლესტერინს გამოდევნის. ასე რომ, მწვანე ვაშლი დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და სასურველი წონის შენარჩუნებაში.

🍏 აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს

მწვანე ვაშლი შეიცავს ორგანულ მჟავებს, როგორებიცაა ვაშლის, ღვინის, ბორისა და ლიმონის მჟავები. მათი წყალობით ეს ხილი ააქტიურებს კუჭის წვენსა და ნაღველს.

🍏 არეგულირებს სისხლის წნევას

მწვანე ვაშლი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და კალიუმს - ეს ორი მინერალი აუცილებელია სისხლის წნევის რეგულირებისთვის. ჰიპერტონიკებისათვის რეკომენდებულია მომჟავო-მოტკო ვაშლის ყოველდღიური დოზის მიღება. სასარგებლოა მწვანე ვაშლის წვენიც ჭამამდე 40 წთ-ით ადრე.

🍏 შეიცავს ანტიოქსიდანტებს

მწვანე ვაშლი შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, როგორებიცაა ფლავონოიდები და პოლიფენოლები. სწორედ ეს ნივთიერებები გვიცავს კიბოსგან.

🍏 გვეხმარება მადის კონტროლირებაში

მწვანე ვაშლი დაგანაყრებთ და ზედმეტ ჭამას თავიდან აირიდებთ.

🍏 ასტიმულირებს სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას

მწვანე ვაშლი ნახშირწყლებს შეიცავს და აქტიური ცხოვრებით დაკავებულთათვის ძალიან სასარგებლოა. ენერგიის დიდი მუხტით აგავსებთ.

🍏 წმენდს კანს

ვაშლს ოდითგანვე იყენებენ კანის მოვლის საშუალებად. ხილი ხასიათდება ანტისეპტიკური, გამათეთრებელი და დამატენიანებელი თვისებებით. გამოიყენება ცელულიტისა და ნაოჭების წინააღმდეგაც. მწვანე ვაშლი, წითელთან შედარებით, ნაკლებ შაქარს შეიცავს და თქვენი თეთრი და ჯანმრთელი კბილებისთვის მეტად სასარგებლოა.

🍏 დაბოლოს, უბრალოდ, ძალიან გემრიელია

იშვიათია ადამიანი, რომელსაც მწვანე ვაშლი არ უყვარს. ვაშლი შეიძლება, მიირთვათ როგორც ცოცხლად, ასევე წვენის სახით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღ...

რით არის ფსტა სასარგებლო

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი?

ჯანჯაფილის ფესვის არჩევა

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი...

კარაქი თუ მცენარეული ზეთი?

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე...

ფლამინგოს ტესტი