სილამაზე/ჯანმრთელობა

კომშის 6 თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

fun time

14:00 კვი. 7 თებერვალი, 2021 წელი

კომშის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

კომში ერთ-ერთი უძველესი კულტურაა, რომელსაც საკვებად ჯერ კიდევ 2600 წლის წინათ იყენებდნენ და მის სამშობლოდ იაპონია მიიჩნევა. კომშის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრი რამ ვიცით, თუმცა არა - ყველაფერი.

 

1. შუა საუკუნეებში კომშს მიირთმევდნენ წიწაკით, კოჭათი, ნივრით და დარიჩინით. დიდ ბრიტანეთში კი ტიუდორების დინასტიის მმართველობის პერიოდში (XV-XVI სს.) კომშისგან დამზადებული ჟელე გამოიყენებოდა როგორც ძლიერი აფროდიზიაკი – სექსუალური ლტოლვის გასაძლიერებლად როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

2. კომში დაბალკალორიული პროდუქტია - 100 გრ. შეიცავს, სულ რაღაც, 40 კკლ-ს და მისწრებაა სიმსუქნის ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში.

3. უილიამ შექსპირი მიიჩნევდა, რომ კომში საუკეთესო წამალია კუჭისთვის.

4. ახლო აღმოსავლეთში კომშის თესლებისგან ამზადებენ ჟელეს. კომშის ჟელე უებარი წამალია ხმის იოგებისთვის, ასევე ჩირქოვანი ანგინის სამკურნალოდ.

5. კომში, მასში დიდი რაოდენობით შემავალი რკინის წყალობით, რეკომენდებულია სისხლნაკლებობისას, ანემიისა და ავიტამინოზის სამკურნალოდ. ძალიან სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისათვის.

6. კომში პოზიტიურად მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე, არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის, LDL-ს) და გლუკოზის დონეს, ხელს უშლის ღვიძლში ცხიმის დაგროვებას.

ფოტო Alex Loup

თუ კომში გიყვართ, ეს რეცეპტები სცადეთ:

კომშის ჯემი ზამთრისთვის - არომატული და სასარგებლო

შემწვარი კომში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება