დესერტი

ღუმელში შემწვარი კომში თხილით

fun time

18:22 კვი. 19 ნოემბერი, 2023 წელი

შემწვარი კომში

14
დაკოპირებულია

ეს არის დესერტი, სადაც სურნელოვანი კომში და გემრიელი თხილი ერთად დაუვიწყარ გემოს ქმნიან. შემოდგომის ამ არომატული ნუგბარის დასამზადებლად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. 

 

საჭირო პროდუქტი:

  • მწიფე კომში – 4 ც.
  • ქიშმიში – 100 გ
  • ნიგოზი – 100 გ
  • მწიკვი დაფქული დარიჩინი
  • შაქრის პუდრა – 1 ჩ.კ.
  • 1 ლიმონის წვენი და ცედრა
  • თაფლი – 2 ს.კ. ლ.

მომზადების წესი:

კომში კარგად გარეცხეთ, ამოაჭერით გულები და ცივ წყალში ჩადეთ.

თხილი დაჭერით, ქიშმიში გარეცხეთ და გააშრეთ. თაფლი, თხილი, ქიშმიში, დარიჩინი, ლიმონის ცედრა და წვენი კარგად აურიეთ და მიღებული შიგთავსით კომშის გული შეავსეთ.

ღუმელი 180°C-ზე გააცხელეთ. ხილი პერგამენტით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე მოათავსეთ, ზემოდან ფოლგა დააფარეთ და 40–50 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.


გამოცხობამდე რამდენიმე წუთით ადრე ფოლგა მოხსენით, ღუმელიდან გამოღების შემდეგ კი შაქრის პუდრა მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც დაგაინტერესებთ:

კომშის 6 თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

კომშის ჯემი ზამთრისთვის - არომატული და სასარგებლო

გამომცხვარი გოგრა - ბრინჯით და გარგარის ჩირით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე