დესერტი

გამომცხვარი გოგრა ბრინჯით და გარგარის ჩირით

fun time

13:08 ოთხ. 15 მარტი, 2023 წელი

გამომცხვარი გოგრა

14
დაკოპირებულია

ეს სამარხვო კერძი ფერებისა და გემოების ნამდვილი ფეიერვერკია. თანაც, ძალიან სასარგებლოა და თქვენს სხეულს ვიტამინებითა და მინერალებით მოამარაგებს. 

 

საჭირო პროდუქტი:

  • მოხარშული ბრინჯი - 4 ს.კ. ლ.
  • გოგრა (მთლიანი) - 400 გრ.
  • გარგარის ჩირი - 10 ცალი
  • ქიშმიში - 2 ს.კ.
  • გარჩეული მზესუმზირა - 1 ს.კ.
  • ფორთოხლის ცედრა - 1 ჩ.კ.
  • დაჭრილი ნუში - 5 ცალი
  • დარიჩინი - 1/5 ჩ.კ.
  • ყავისფერი შაქარი - 3 ს.კ.
  • ნაღები 33% -იანი ან წყალი - 100 მლ

მომზადების დრო: 120 წუთი

მომზადების წესი:

ბრინჯი გარეცხეთ, წყალი დაასხით და 15 წუთი ხარშეთ. ამის შემდეგ თუშფალანგზე გადაიტანეთ და წყალი გადაავლეთ.

გოგრა გარეცხეთ, ყუნწიანი ნაწილი მოაჭერით და შეინახეთ - ის გოგრის „თავსახურად“ დაგჭირდებათ. გოგრა თესლისგან გაასუფთავეთ, ზედა ნაწილი (1/3) მოაჭერით და პატარა კუბიკებად დაჭერით.

გარგარის ჩირი გარეცხეთ და დაჭერით, დაუმატეთ გარეცხილი ქიშმიში და ბრინჯთან შეურიეთ. გოგრის შიგთავსს დაუმატეთ დაფქული დარიჩინი, ფორთოხლის ცედრა, წვრილად დაჭრილი ნუში და მზესუმზირა.

მომზადებული შიგთავსი გოგრაში გადაიტანეთ და ნაღები მოასხით. თუ სამარხვო კერძს ამზადებთ, მაშინ ნაღები წყლით შეცვალეთ. გოგრის შიგთავსს 3 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი მოაყარეთ და კოვზით მოურიეთ.

გოგრას „თავსახური“ დაახურეთ, ალუმინის ფოლგა შემოხვიეთ და ღუმელში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე, 60 წუთი აცხვეთ.

ცხობის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გოგრას ფოლგა მოხსენით და დაბრაწეთ.

გემრიელად მიირთვით!

აქვე წაიკითხეთ:

რითია სასარგებლო გოგრა

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივით!

გოგრის ცუკატები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა