რითია სასარგებლო გოგრა
15:34 ოთხ. 19 ოქტომბერი, 2022 წელი
გოგრა დაბალკალორიული, უნიკალური ვიტამინების შემცველი ბაღჩეული კულტურაა. ის სისხლძარღვებს ტოქსინებისგან წმენდს და სისხლში ამცირებს შაქრის შემცველობასა და მავნე მიკროორგანიზმებს! თუმცა ეს ყველაფერი არ არის...
გოგრის სასარგებლო თვისებები
✔️ ორგანიზმს ამარაგებს A, C და E ვიტამინებით, რომლებსაც აქვს ანტიოქსიდანტური ზეგავლენა. ცნობისათვის - XX და XXI საუკუნეების დაავადებათა უმრავლესობა სწორედ ორგანიზმში ანტიოქსიდანტების უკმარისობითაა გამოწვეული.
✔️ შეიცავს თუთიას, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის.
✔️ სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
✔️ სასარგებლოა ჭარბ წონასთან ბრძოლაში. გოგრა 90% წყლისგან შედგება. გოგრის 100 გრ. მხოლოდ 23 კკალ-ს შეიცავს.
✔️ გოგრის წვენი კუჭის მაღალ მჟავიანობას და გასტრიტს ებრძვის.
✔️ გოგრის წვენი კბილის მინანქარს ამაგრებს და კარიესის საფრთხეს ამცირებს.
✔️ გოგრის თესლი ნაწლავებს ჭიებისა და პარაზიტებისგან წმენდს. თუ ღამით 100 გრ. გოგრის თესლს თაფლთან ერთად მიირთმევთ და დილას 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს დააყოლებთ, პარაზიტებს სამუდამოდ დაემშვიდობებით.
✔️ გოგრის ნახარში თაფლთან ერთად უძილობისა და სტრესისგან გაგათავისუფლებთ.
გოგრის უკუჩვენებები
ამდენი სარგებლის მიუხედავად, თუ მოსალოდნელ უკუჩვენებებს არ გაითვალისწინებთ, გოგრა შეიძლება საზიანო იყოს:
- გოგრა არ უნდა გამოიყენოთ შაქრიანი დიაბეტის, წყლულის და დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს.
- უმი გოგრის სალათები არ უნდა მიირთვათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების და ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში კენჭების არსებობის დროს.
- გოგრის დიდი რაოდენობით მიღებას შეიძლება მუცლის შებერილობა მოჰყვეს.
როგორ ავარჩიოთ გოგრა
ამბობენ, რომ გოგრის ნაყოფის ზომა და ფერი მის გემოვნურ თვისებებზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ ზოგი სპეციალისტის აზრით, უმჯობესია 3-5 კგ წონის გოგრა ვიყიდოთ. ამასთან, რაც უფრო მუქი და მკვეთრი სტაფილოსფერია გოგრა, მით მეტია მასში ბეტაკაროტინი - ანტიოქსიდანტი, რომელიც იქცევა A ვიტამინად და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობაში (სასარგებლოა მხედველობისთვის, გულისთვის, ფილტვებისთვის, კანისთვის, კოგნიტიური ფუნქციისთვის და ა.შ.).
გოგრის სახეობები
არსებობს მსხვილნაყოფა (Cucurbita maxima), მაგარკანიანი Cucurbita pepo) და ჯავზის (Cucurbita moschata) სახეობები, რომლებიც, თავის მხრივ, უამრავ ჯიშს მოიცავენ.
მიიჩნევა, რომ ყველაზე გემრიელი და ტკბილი ჯავზის გოგრაა. მას შედარებით ნაკლები თესლი, თხელი კანი, მაგარი შიგთავსი, ტკბილი გემო, ნესვის არომატი და 11,5%-მდე შაქრის შემცველობა აქვს 👇
ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!
სცადეთ ეს რეცეპტები:
შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივით!
გოგრის წვნიანი - უზბეკური შირკავაკი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან