ალუჩა - ვიტამინები, უკუჩვენებები და შენახვის წესები
14:00 სამ. 15 ივნისი, 2021 წელი
დასავლეთ ევროპაში ალუჩას მირაბელას უწოდებენ. ამ მომჟავო-მოტკბო გემოს მქონე ხილის ნაყოფი სხვადასხვა შეფერილობის გვხვდება: მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი, ფორთოხლისფერი, შავი და ჭრელიც კი.
რას შეიცავს ალუჩა
ალუჩა შეიცავს ვიტამინებს B, C, E, P და PP-ს.
ალუჩას სასარგებლო თვისებები:
✔️ეხმარება ბავშვებს სიმაღლეში ზრდაში;
✔️რეკომენდებულია ფეხმძიმე დედებისა და მოხუცებისთვის; ღვიძლისა და სანაღვლო გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის;
✔️ხალხურ მედიცინაში ალუჩას ხველებისა და ყელის ტკივილის დროს მიირთმევენ;
✔️ალუჩის წვენში დასველებული ტამპონები ჭრილობის სწრაფ შეხორცებას ეხმარება;
✔️უებარი დამხმარეა ავიტამინოზისა და კუჭის შეკრულობის დროს;
✔️ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას ცილებით გაჯერებული საკვების გადამუშავებაში, აუმჯობესებს მადას;
✔️სასარგებლოა გასტრიტისა და დაბალი მჟავიანობის დროს;
✔️იმუნიტეტს ამაღლებს და ხელს უშლის დაავადების განვითარებას;
✔️საუკეთესო სიცხის დამწევია და აქრობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს
❗ თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს გემრიელი ხილი შეიძლება ადამიანისთვის საზიანოც აღმოჩნდეს. მაგალითად, როცა ადამიანს აწუხებს კუჭის მომატებული მჟავიანობა და კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები.
იშვიათ შემთხვევებში, ალუჩის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და კანზე გამონაყარი.
დიდი რაოდენობით ალუჩის მირთმევის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს დიარეა.
ალუჩა ზამთარში:
საუკეთესო საშუალება მისი გაყინვაა:
გარგად გარეცხილი და გამშრალი ალუჩა ჩაყარეთ პოლიეთილენის პარკში, თავი ჰერმეტულად მოუკარით და საყინულე კამერაში შეინახეთ.
ხილის შენახვისთვის შეგიძლიათ მეორე მეთოდიც გამოიყენოთ:
მწიფე ალუჩას გამოაცალეთ კურკა, ჯამში ჩაყარეთ და შაქარი დააყარეთ (1 კგ. ალუჩაზე ნახევარი კგ. შაქარი), ხელით ცოტა დასრისეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ წვენი გამოუშვას. ამის შემდეგ წვნიანი ალუჩა პოლიეთილენის ბოთლში ან ქილაში (მინა არ შეიძლება) გადაიტანეთ და საყინულეში მოათავსეთ.
გაყინული ალუჩასგან ზამთარში შეგიძლიათ უგემრიელესი დესერტები, ნამცხვრების და კექსების გულსართები ან, ბოლოს და ბოლოს, არომატული კომპოტი მოამზადოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან