სილამაზე/ჯანმრთელობა

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფრო სასარგებლოა?

fun time

16:10 ოთხ. 1 მაისი

ავოკადოს მიღების წესი

14
დაკოპირებულია

ავოკადოს სასარგებლო თვისებები ალბათ ყველას სმენია. ეს ხილი ზოგს ისე უყვარს, თითქმის ყოველდღე მიირთმევს, ზოგი კი მხოლოდ ვალდებულების გამო ჭამს იმიტომ, რომ სასარგებლოა. 

ავოკადოს სასარგებლო თვისებები

ავოკადო 20-მდე სახეობის ვიტამინს და მინერალებს შეიცავს.

კვლევებით დადგინდა, რომ ავოკადოს ხანგრძლივი მიღება ამცირებს სიმსივნის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს. ის აწესრიგების კუჭ-ნაწლავის სისტემას, ხელს უწყობს ჯანსაღი კანის და თმის სტრუქტურის განვითარებას და ხელს უწყობს წონაში კლებას.

ავოკადოს კურკის სასარგებლო თვისებები

როგორც ბოლოდროინდელი კვლევებით გაირკვა, ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფრო სასარგებლოა - ის შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების ძირითად ნაწილს (70%), მასში ბევრია ანტიოქსიდანტი და უჯრედისი. ანტიოქსიდანტები ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ამიტომ ავოკადოს კურკას რეალურად შეუძლია რიგი დაავადებების თავიდან აცილება. ანტიოქსიდანტები ასევე ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. რაც შეეხება უჯრედისს, ის გვეხმარება, უფრო დიდხანს ვიყოთ დანაყრებული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტმა იმუშაოს ნორმალურად, ქოლესტერინის დონე კი ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს.

ავოკადოს მიღების წესი

უმჯობესია ხილის რბილობი მიირთვათ უმად - ამ გზით ის ინარჩუნებს ყველა საკვებ ნივთიერებას.
კიდევ ერთი ვარიანტია ავოკადოს ნაჭრებისა და ბოსტნეულის სალათი.

ასევე ძალიან გემრიელია ავოკადოს რბილობი პაშტეტად აქციოთ და გააკეთოთ ბუტერბროდი, მდნარ ყველთან, პომიდორთან ან სხვა, თქვენთვის საყვარელ ბოსტნეულთან ერთად. გემოს გაუმჯობესება შეგიძლიათ ლიმონის ან ფორთოხლის წვენით.

ავოკადოს კურკის მიღების წესი

რაც შეეხება ავოკადოს კურკის მიღების წესს, სუფთა სახით კურკის ფხვნილის მიღება, სიმწარის გამო, არასასიამოვნოა, ამიტომ უნდა დავფქვათ და სხვადასხვა კერძს შევურიოთ.

სანამ დაფქვავთ, ავოკადოს კურკა რამდენიმე დღე მშრალ ადგილზე დატოვეთ, რათა გაშრეს, შემდეგ კი ბლენდერში ან ყავის საფქვავში დაფქვით.

ამ ჯადოსნური ფხვნილის გამოყენების უამრავი ვარიანტი არსებობს!

ავოკადოს კურკა (მცირე რაოდენობით) შეგიძლიათ დაამატოთ სოუსებს, სმუზებს, იოგურტებს, მურაბებს და დესერტებს, რომლებიც თერმულ დამუშავებას გადის. აქედან ერთდროულად რამდენიმე სარგებელს მიიღებთ - გარდა იმისა, რომ პროდუქტი გაცილებით უფრო ჯანსაღი და სასარგებლო გახდება, მისი შენახვის ვადაც გაიზრდება, რადგან ავოკადოს კურკა ბუნებრივი კონსერვანტია.

თუ ავოკადოს კურკას უმატებთ კერძებს რომლებსაც თერმული დამუშავება არ სჭირდება, მაშინ ჯობია კურკა ჯერ ტაფაზე მოხალოთ და შემდეგ დაფქვათ.

დაფქული კურკა ქილაში ჩაყარეთ და შემდეგ მარილივით მოაყარეთ ხოლმე წვნიანებს, ფაფებს, სალათებს, ჩაის, ყავას. გახსოვდეთ, რომ ავოკადოს კურკა სანელებელივით უნდა გამოიყენოთ და ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ.

ავოკადოს კურკას კოსმეტიკურ პროდუქტადაც იყენებენ. ამისთვის კურკის ფხვნილს ცოტაოდენ სახის მალამოს უმატებენ და ის აკნეს და კანის სხვა პრობლემებს შესანიშნავად უმკლავდება.

შეგიძლიათ ავოკადოს დაფქული კურკა თერმოსში ჩაყაროთ, მდუღარე წყალი დაასხათ და მიღებული ნაყენი დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლოთ. ასეთი ნაყენის რეგულარული გამოყენებისას თმა ფაფუკი და ბზინვარე გახდება, ხოლო ქერტლის შესახებ სამუდამოდ დაივიწყებთ.

ცოტაოდენი დაფქული კურკა შეგიძლიათ სხეულზე წასმამდე კოსმეტიკურ თიხას დაუმატოთ. მთავარია, ბევრი არ მოგივიდეთ და სხეულზე დიდხანს არ დაიტოვოთ, რადგან შეიძლება კანი გაგიმუქოთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

5 სახეობის ხილი, რომლის კურკა და წიპწები ნაყოფზე უფრო სასარგებლოა!

საზამთროს კურკების სასარგებლო თვისებები!

წაიკითხეთ, სანამ გადაყრით - საკვების ნარჩენები, რომლებიც საჭმელად ვარგისია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული