სილამაზე/ჯანმრთელობა

7 პროდუქტი, რომელსაც არასწორ დროს ვჭამთ!

fun time

17:00 ოთხ. 12 ოქტომბერი, 2022 წელი

სწორი კვება

14
დაკოპირებულია

თითოეული მათგანი უდავოდ სასარგებლოა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როდის მივირთვათ! ამის გარეშე კი შესაძლოა, ყველაზე სასარგებლო პროდუქტმა ორგანიზმს ზიანიც კი მიაყენოს...

 

✔️ რძე - ძილის წინ

ალბათ, ბავშვობიდან გვაქვს შთაგონებული, რომ რძე - აუცილებლად საუზმეზე მისაღები სითხეა, რომელიც ორგანიზმს აფხიზლებს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რძის დალევა რეკომენდებულია ძილის წინ, რადგან რძე ორგანიზმს ადუნენებს და ძილისთვის განაწყობს.

✔️ ბრინჯი - მხოლოდ დღისით

ეს მარცვლეული შეიცავს სახამებელს და იწვევს მუცლის შებერილობას. ამ ფაქტმა კი შესაძლოა, წონის მატება გამოიწვიოს. ამიტომ ბრინჯი უნდა მიიღოთ მხოლოდ დღისით, რადგან ამ დროს ნივთიერებათა ცვლა უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე საღამოს.

✔️ ხაჭო და იოგურტი - სასურველია სადილზე

ეს რძის ნაწარმი პრობიოტიკებია, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის სასარგებლოა, ამიტომ მათი მიღება სასურველია სადილზე. ხოლო ღამით იოგურტის ან ხაჭოს ჭამამ შესაძლოა, სასუნთქი გზების სისტემის პრობლემები შეგიქმნათ.

✔️ ტკბილეული - მხოლოდ დილით

სასუსნავების დიდი რაოდენობით მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მათი ჭამის ერთადერთი დრო - ეს არის დილა. სწორედ დილით ებრძვის შაქარს ინსულინი უკეთ.

✔️ მარცვლეული - უმჯობესია, საღამოს

გაგიკვირდებათ, მაგრამ მარცვლეული უმჯობესია, საღამოს მიიღოთ, რადგან მარცვლეული პროდუქტები ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მათი დილას მიღებით შიმშილის გრძნობა ძალიან მალე დაგეუფლებათ და თან დღის მანძილზე ხშირად შეგაწუხებთ, რაც წონაში მომატებას გამოიწვევს.

✔️ ბანანი - აუცილებლად დილას

ეს ხილი საოცრებაა მათთვის, ვისაც გულძმარვა აწუხებს, მაგრამ ბანანი აუცილებლად უნდა მიიღოთ დილას. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ მშიერ კუჭზე ბანანის მიღება სასურველი არ არის.

✔️ ვაშლი - მხოლოდ დილას

ამ ხილში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, თუმცა, მისი ჭამა რეკომენდებულია მხოლოდ დილას.

ასევე, დაგაინტერესებთ:

საკვები, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისგან გვიცავს

გულის მკვებავი პროდუქტები

რისთვის არის ვაშლატამა სასარგებლო

როგორ მოვიმატო სიმაღლეში - სასარგებლო საკვები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი