სილამაზე/ჯანმრთელობა

ვაშლატამა - „ბუნების შეცდომა“ და მისი სასარგებლო თვისებები

fun time

15:42 კვი. 4 სექტემბერი, 2022 წელი

ვაშლატამას სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ვაშლატამა ატმის მსგავსი ხილია, მაგრამ ბუსუსების გარეშე და პრიალა, გლუვი კანით. ბევრს ვაშლატამა შეცდომით ატმისა და ქლიავის ჰიბრიდი ჰგონია, სინამდვილეში კი ის ატმის ბუნებრივი მუტაცია, ე.წ. „ბუნების შეცდომაა“. 

ვაშლატამას ნაყოფი 200-მდე გრამს იწონის. ის ღია ყვითელი, ვარდისფერი ან მოწითალო ფერის, ატამზე ტკბილი, წვნიანი და სურნელოვანი ხილია, რომელიც არა მარტო გემოთი, უნიკალური სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.

ვაშლატამას კალორიულობა

100 გრამი ვაშლატამა მხოლოდ 48 კკალ. შეიცავს.

ვაშლატამას სასარგებლო თვისებები

✔️ვაშლატამა შეიცავს ბეტა-კაროტინს, B, A, C, H და PP ვიტამინებს და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მინერალებს: კალიუმს, კალციუმს, რკინას, გოგირდს, ფოსფორს, ნატრიუმს, პექტინს, ბუნებრივ შაქარს და ბოჭკოებს, რომლებიც სხეულს ტოქსინებისგან წმენდენ.

✔️ვაშლატამაში შემავალი ვიტამინები და მინერალები კბილის მინანქარს ამაგრებს, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს და, რაც მთავარია, გულის მუშაობას ეხმარება.

✔️ნაყოფი სასარგებლო გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე და მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

✔️ხშირად ექიმები ვაშლატამას მიღებას ანემიის დროს ურჩევენ, რადგან ის სისხლში ჰემოგლობინის დონის ამაღლებას ეხმარება.

✔️კიდევ უამრავი სასარგებლო თვისება აქვს:

  • შეიცავს ბიოფლავონოიდებს და ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს
  • საუკეთესო საშუალებაა წონაში კლებისთვის, აქვეითებს მადას და დაბალკალორიულია
  • კვებავს კანს
  • აჩქარებს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • ენერგიის წყაროა
  • თირკმელებში კენჭების გაჩენის პროფილაქტიკური საშუალებაა.

აღსანიშნავია, რომ ვაშლატამას ჩირი თითქმის მთლიანად ინარჩუნებს ახალი ხილის სასარგებლო თვისებებს.

ვინ უნდა მოერიდოს ვაშლატამას?

ნატურალური შაქრის მაღალი შემცველობის გამო, ვაშლატამა ზომიერად უნდა მიირთვან შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა.

დიეტური ხილი

ვაშლატამა დაბალკალორიული ხილია, რაც მას ჭარბწონიანებისთვის იდეალურ სეზონურ ხილად აქცევს. უფრო მეტიც, თუ ყოველდღიურად 1-3 ვაშლატამას მიირთმევთ, ეს წონის კლების გარდა, ორგანიზმის გაწმენდაშიც დაგეხმარებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ვჭამოთ ღამე

4 დღიანი დიეტა

საზამთროს 5 დღიანი დიეტა

სიმინდის კალორიულობა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა

ტომატპასტა კაცის ჯანმრთელობისთვის!

ტომატპასტა მამაკაცის
ჯანმრთელობისთვის

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი...

სიჩუმეში ყოფნა
ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი